📚N2📚 პროექტი-“მკითხველის სკამი”
მასწავლებელი-თინიკო ლამპარაძე2.03-ში მომავლის სკოლის მე-7 ა კლასის მოსწავლეებმა:ალექსანდრე ჯაფარიძემ და ელენე ფუტკარაძემ ( პროექტ "მკითხველის სკამის" მიხედვით) მოირგეს ავტორისა და წარმდგენის როლი. მათ წაიკითხეს სულხან ქეთელაურის "ღვია" და გოდერძი ჩოხელის "დაკარგული სიყვარულის დასაბრუნებლად". თხზულებათა მოსმენის შემდეგ მოსწავლეებმა შეაფასეს წარმდგენი და თხზულება, ისაუბრეს ტექსტების კომპოზიციის,სტილის,მთავარი სათქმელის,პერსონაჟების შესახებ;თავიანთი დამოკიდებულება და შეფასება,ასევე მოსმენილი მოთხრობების მოკლე სიუჟეტი ჩაწერეს "მკითხველთა დღიურში". მადლობა ალექსანდრე ჯაფარიძესა და ელენე ფუტკარაძეს თხზულებების საინტერესო წარდგენისთვის. წარმატება დანარჩენ მოსწავლეებს "მკითხველის სკამის"მომდევნო შეხვედრებზე! (იხ. სრულად)