ბოლო სიახლეები

წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული…

დაიწყო ახალი 2025-2026 სასწავლო წელი

 ბათუმის მომავლის სკოლაში დაიწყო ახალი 2025-2026 სასწავლო წელი! დღეს ჩვენი…

გილოცავთ მარიამობას

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა და მფარველობა არ მოგკლებოდეთ!ღვთისმშობელი გფარავდეთ…მისი ლოცვის მადლი…

აღწერა და მისია

მისია

აღზარდოს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე , კრიტიკულად მოაზროვნე თავისუფალი  პიროვნება , რომელსაც განვითარებული ექნება გონებრივი უნარ-ჩვევები ,

ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩამოყალიბებული ექნება  დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება,     საკუთარი მოვალეობები და პასუხისმგებლობა

ოჯახის, სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე.

მ ი ზ ა ნ ი

ამისთვის სკოლა ქმნის ყველა იმ აუცილებელ პირობას , რომელიც ხელს შეუწყობს მათში

= ქვეყნის ინტერესების , ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობის გააზრებას;

= ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდას;

= ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტურად გამოყენებას;

=თანამედროვე სამყაროში ადაპტაციის უნარს;

=თავიანთი შესაძლებლობების სწორი შეფასებისა  და დასახული მიზნის  მისაღწევად სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარის განვითარებას ;

= შემოქმედებითი, კანონმორჩილი და ტოლერანტი  ადამიანის ჩამოყალიბებას;

 

მისია მიიღწევა :

– მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენის, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარების ხელშეწყობით, თავისუფალი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების წახალისებით, შემოქმედებითი უნარების განვითარებით;

 – ისეთი სასკოლო გარემოს ფორმირებით, რომელიც ეფუძნება ზოგადსაგანმანათლებლო

 დაწესებულების თვითშეფასებასა და სწავლა/სწავლების ისეთ გააზრებულ პრაქტიკას, სადაც სასკოლო საზოგადოება ორიენტირებულია საგანამანათლებლო საქმიანობის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, მხარდამჭერი სასკოლო კულტურის წახალისებაზე, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და

დანერგვაზე .

                     ახალი სასწავლო წელი დაიწყო! 👩‍🎓👩‍🏫🧑‍🎓

დირექტორის მისალმება!

დილა მშვიდობისა ღირსეულო მომავლელებო!
მოტივირებულო მშობლებო!
პასუხისმგებლიანო კოლეგებო! დილა მშვიდობისა , საქართველო.!
ბათუმის მომავლის სკოლის ტრადიციული, უკვე 2025_2026 ს/წ , ისტორიული დილის ხალხმრავალი შეხვედრა დაიწყო.
🔷დიახ, ღირსეული მომავლელები იყო, არის და იქნება!!
🔷დიახ, რეალური ზღაპარი გრძელდება და თქვენც , ჩემო ჟღურტულა პირველკლასელებო , ამ ზღაპრის მთავარი პერსონაჟები ხართ!
გილოცავთ, სასკოლო ცხოვრებაში შემობრძანებას!
🔷გამორჩეული წელი დგება, რადგან ისტორიული , ვეტერანი მე_12 კლასელები გვყავს.
🔷პირველ და მე_12 კლასებს, ყოველ ორშაბათს, ყოველთვის გაამხნევებს , ჩვენი განსაკუთრებული კურსდამთავრებულების , სხვა კლასების შემოძახილი და ყიჟინა..
🔷მომავლელობა_ ხომ გამორჩეულობაა!
და ახლაც ერთხმად მივულოცით ერთმანეთს ეს დღე!
🔷გავიხსენოთ დ.გურამიშვილის სიტყვები: “
” თუ კაცსა ცოდნა არა აქვს ,გასტანჯავს წუთისოფელი”.
ვისწავლოთ, ვიღვაწოთ, ერთად ვაკეთოთ ეროვნული საქმე.
🔷არასდრის დაგვავიწყდეს
იაკობ გოგებაშვილის გონივრული შეგონება:”მთავარი ძალა ,რაც გამარჯვებას ანიჭებს ერს საარსებო ბრძოლაში, არის ცოდნა განათლება”
ერთად ვიზრუნოთ სკოლის იმიჯსა და ავტორიტეტზე
ერთად_ ყველაფერს შევძლებთ!!

ცირა  ქასრაძე15 სექტემბერი 2025 წელი

დირექტორის გვერდი

Play Video

რატომ ჩვენ?

ტრანსპორტირება

მოსწავლეების ტრანსპორტირება დილას და საღამოს.

კვება

ჯანსაღი, ახლად დამზადებული პროდუქტები ბავშვებისთვის.

მატერიალურ - ტექნიკური ბაზა

თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი საკლასო ოთახი, სპორტული ოთახი, სპორტული მოედანი, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია, ისტის კაბინეტი

0
მოსწავლე
0
პედაგოგი
0 %
აბარებს უმაღლეს სასწავლებელში