ახალი სასწავლო წლის დასაწყისი— ბათუმის მომავლის სკოლის პირველი პედაგოგიური საბჭო!


სასკოლო საზოგადოებისთვის ყოველი ახალი სასწავლო წელი ახალი ენერგიით, დიდი მიზნებითა და საინტერესო იდეებით იწყება!

ბათუმის მომავლის სკოლაში შედგა წლის პირველი პედაგოგიური საბჭოს სხდომა, სადაც ჩვენმა გუნდმა ერთობლივად განსაზღვრა უახლოესი თვეების მთავარი პრიორიტეტები და სტრატეგია.

ჩვენი პროფესიონალი, ენერგიული და მოტივირებული პედაგოგების გუნდი სრული მზადყოფნით ხვდება ახალ ეტაპს!

გვჯერა, წინ შემეცნებით, დიდი მიღწევებითა და წარმატებებით სავსე დაუვიწყარი დღეები გველის.
