ბათუმის მომავლის სკოლის სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ!

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესში, გარკვეულ კლასებში, გამოიყენება სამინისტროს მიერ შექმნილი სკოლის სახელმძღვანელოები, რომელთა შემუშავება და ეტაპობრივი დანერგვა 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება.
🏛️
აღნიშნულის შესაბამისად, ამ ეტაპისთვის სამინისტროს მიერ შეიქმნა შემდეგი საგნების პირველი სემესტრის სახელმძღვანელოები: 📝
* I კლასი: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება;
* V კლასი: მათემატიკა;
* VII კლასი: ქართული ლიტერატურა, ქართული ენა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, საქართველოს ისტორია, მსოფლიოს ისტორია;
* IX კლასი: ქართული ლიტერატურა, ქართული ენა;
* X კლასი: მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, საქართველოს ისტორია.
როგორც შეგვატყობინეს, რამდენადაც ზემოხსენებული საგნებისა და კლასების სასკოლო სახელმძღვანელოები სასწავლო პროცესში ინერგება 2026-2027 სასწავლო წლიდან, აღნიშნული წიგნები კერძო სკოლების მიერ შესაძენად ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ სასაწყობე ფართიდან. 📦🚚
დამატებით, კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც დაიწყება 8 სექტემბრიდან და გამოქვეყნდება კლასის ჯგუფებში.
ℹ️🗓️
წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ! ✨🎒
სკოლის დირექცია