სტუმრად უნივერსიტეტში
?ბათუმის მომავლის სკოლის ეკო კლუბ მწვანე სივრცე/GREEN SPASE- ის წევრები, კლუბის ხელმძღვანელთან, ქალბატონ ლამზირა ზოიძესთან ერთად სტუმრობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსისიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ, იმუნოგენეტიკის ლაბორატორიას . მოსწავლეები გაეცნენ ლაბორატორიის ბაზაზე არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. მიიღეს ინფორმაცია ლაბორატორიაში მიმდინარე ცდებისა და ექსპერიმენტების შესახებ. ჩაუტარდათ საჩვენებელი ლაბორატორიული აქტივობა. მოსწავლეებმა თვითონ მიიღეს მონაწილეობა როგორც საკუთარი, ასევე მეგობრების სისხლის ჯგუფების განსაზღვრაში. ?ძალიან დიდი მადლობა ქ–ნ შორენა გაბაიძეს @Shorena Gabaidze საინტერესო ინფორმაციისა და აქტივობებისთვის. ?????? ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U მომავლის სკოლა / school of the future კლუბის ხელმძღვანელი -ლამზირა ზოიძე (იხ. სრულად)
