“ჩემი დღესასწაული”
19.05-ში მომავლის სკოლის მე6 ა კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, თემაზე-"ჩემი დღესასწაული".მოსწავლეები ლიტერატურის სახელმძღვანელოს მე-10 თავში გაეცნენ თბილისის ისტორიას,მის ღირშესანიშნაობებს,მასზე ლეგენდებსა და ცნობილი ავტორების ლექსებს ,ასევე იმ დღესასწაულებს, რომლებიც ძველი თბილისისთვის იყო ტრადიციული .სწორედ ტრადიციულ დღესასწაულებზე დაყრდნობითა და მათი მნიშვნელობის გააზრებით მოსწავლეებმა შექმნეს ბროშურები და კლასის წინაშე წარმოადგინეს დღესასწაული,რომელსაც თავად შემოიღებდნენ.გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა ისაუბრეს არჩეული დღესასწაულის მნიშვნელობასა და თავისებურებაზე,სახელწოდებასა და თარიღზე, რომლებიც დღესასწაულს მოარგეს,წარმოადგინეს წინდაწინ გაფორმებული ბროშურები და განიხილეს ერთმანეთის დღესასწაული. მადლობა კლასს ენთუზიაზმისა და პასუხისმგებლობისთვის!პედაგოგი-თინა ლამპარაძე (იხ. სრულად)