ლიტერატურული მარათონი 2023
16.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის IX-X კლასებში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა-გააზრება, სათქმელის ლოგიკურად გადმოცემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის გამომუშავება. მოსწავლეებმა წაიკითხეს თამრი ფხაკაძის "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში", ჯ.კ. როულინგის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა".წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ "ოცნებებში არ უნდა გადასახლდნენ და ცხოვრება არ უნდა დაივიწყონ", ასევე ყურადღებაა გაამახვილეს იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ქვეყნის სიყვარული ჰქვია, რადგან "არავინ იცის, როდის და რას გაგაკეთებინებს იმ მიწა-წყლის სიყვარული, რომელსაც სამშობლო ჰქვია"...როგორც ამბობენ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ ჩვენს მოსწავლეებს. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! (იხ. სრულად)