15_17.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის VIა_VIბ კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა-გააზრება, სათქმელის ლოგიკურად გადმოცემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის გამომუშავება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ანა გავალდას “35 კილო იმედი” და იანუშ კორჩაკის “მეფე მათიუშ პირველი”.წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ ” გაცილებით მარტივია არაფერი აკეთო და იყო უბედური, ვიდრე ყველაფერი გააკეთო ბედნიერების მისაღწევად”. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის!