15.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის მე7 კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა-გააზრება, სათქმელის ლოგიკურად გადმოცემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის გამომუშავება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ანტუან სენტ ეგზიუპერის “პატარა პრინცი”და ჯ.კ. როულინგის “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”.წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ “ოცნებებში არ უნდა გადასახლდნენ და ცხოვრება არ უნდა დაივიწყონ”, ასევე, ყურადღებაა გაამახვილეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობა და კეთილგანწყობა ჰქვია,გაიაზრეს,რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ერთმანეთის სიმყუდროვესა და ბედნიერბაზე ,რომ ბავშვობა ყველაზე ფერადი და გულწრფელი ხანაა და ყველანი სწორედ ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ არ უნდა დავკარგოთ ბავშვური ხალისი და ვარსკვლავებიან ცაზე მხოლოდ ჩვენთვის მოკიაფე ვარსკვლავის ხილვის უნარი. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის!