27.04-სა და 4.05ში მე-7 კლასის მოსწავლეებმა :ანი კოჩაძემ და ანდრო აბაშიძემ კლასის წინაშე წარსადგენად შეარჩიეს და წაიკითხეს ვაჟა ფშაველას მოთხრობა “ჟოლი” და რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობა “ჯოჯოხეთის სურათები”. წაკითხვამდე მოსწავლეებმა ისაუბრეს სათაურებით შექმნილ განწყობასა და მოლოდინზე, თხზულებათა მოსმენის შემდეგ ჩაერთნენ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება საინტერესო სიუჟეტებისა და ტექსტებში დასმული პრობლემების მიმართ. მადლობა წარმდგენებს:ანდრო აბაშიძესა და ანი კოჩაძეს გამართული კითხვის კულტურისთვის!
პედაგოგი-თინა ლამპარაძე