“ბათუმის მომავლის სკოლის” თვითმმართველობა
ბათუმის მომავლის სკოლის პრეზიდენტი 2023/2024 წ
ლიკა ბერიძე
დავიბადე 2008 წლის 14 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში. 15 სექტემბერს შემოვაბიჯე ფეხი ბათუმის მომავლის სკოლაში და გავხდი ამ დიდი ოჯახის წევრი და მას შემდეგ ვაგრძელებ განათლების მიღებას. ეს არის ის ადგილი სადაც ყოველთვის შეგიძლია თავი იგრძნო დაცულად, მშვიდად, განსაკუთრებულად კი იყო სავსე სიყვარულითა და ერთგულებით, რომელსაც იღებ დილით სკოლაში შემობიჯებისას, როდესაც თითოეული ამ ოჯახის წევრი გიღიმის და გიფერადებს დღეს. არ შემიძლია არ ავღნიშნო სკოლის დირექტორი ქალბატონი ცირა, რომელიც ათი წელია გვერდში გვიდგას და აკეთებს ყველაფერს ჩვენი კეთილდღობისთვის და გვაძლევს სტიმულს, რომ უფრო მეტი შევძლოთ და არ დავნებდეთ. ამ სკოლის პრეზიდენტობა ჩემთვის დიდი გამოწვევაა რადგან იღებ უდიდეს გამოცდილებას, პასუხისმგებლობას, ნდობას. თითოეული მომავლელი ამყარებენ ჩემზე დიდ ნდობას და მომყვებიან ყოველ ნაბიჯზე2023-2024 წლის სპიკერები
Vა კლასი – დემეტრე ჯაფარიძე
Vბ კლასი- ნატალია ადუაშვილი
Vგ კლასი- ალექსანდრე ბოლქვაძე
VI-ა კლასი-ნიკა მამულაძე
VI-ბ კლასი – ნიტა სურმანიძე
VII-ა კლასი – მარიამ გორგილაძე
VIIბ-კლასი- საბა ცეცხლაძე
VIII კლასი-ელენე ფუტკარაძე
IX კლასი-ალექსანდრე ჭანიძე
X-ა კლასი – ელენე ცეცხლაძე
X-ბ კლასი – მარიამ ბეჟანიძე
XIკლასი – ნინი დუმბაძე
XII კლასი ანრი კილაძე
ბათუმის მომავლის სკოლის პრეზიდენტი
თაკო ჯუმუშაძე 2022-2023
დავიბადე 2007 წლის 28თებერვალს,ქალაქ ბათუმში.2012 წლეს გავხდი ჩაქვის სკოლის პირველი კლასის მოსწავლე.2019 წელს კი მხვდა წილად ბედნიერება რომ გავმხდარიყავი უდიდესი ოჯახის წევრი ,და მას შემდეგ აქ ვაგრძელებ ცოდნის მიღებას, სკოლა რომელმაც მასწავლა რა არის ადამიანობა მასწავლა სირთულეებთან ბრძოლა და დაცემის შემდეგ წამოდგომა, 4 წელია ამოჯახის წევრი ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა რომ მსგავს მოსიყვარულე და ერთგულ სკოლას ვერიპოვიან ჩვენი მოსწავლეები და ვერ იგრძნობენ სხვაგან იმას რასაც აქ გრძნობენ რადგან გვყავს დირექტორი, ჩვენი დიდი ოჯახის დიასახლისი რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდში დგას, და არარსებობს სიტუაცია ,რომ მან ვერ გაგვიგოს, ის გვაძლევს სტიმულს რომ მუდამ წინ უნდა ვიაროთ უკან მოუხედავად! ამსკოლის პრეზიდენტობა კი ორმაგი გამოწვევაა ჩემთვის, სწორედ პასუხისმგებლიანობის გამოვლენაა საჭირო ამიტომ აქტიურად ჩავერთე არჩევნებში. ახლა მე-11 კლასის მოსწავლე ვარ, სამომავლო გამოცდები მელოდება წინ და ვცდილობ ამისთვის მოვემზადო მაქსიმალურად ,ჩემი ოცნებაა გავხდე წარმატებული ადვოკატი ,ამ ოცნების ასასრულებლად კი მეხმარება ჩემი სკოლა რისთვისაც მათი ძალიან მადლიერივარ! წინ მომავლისთვის! მომავალი ჩვენია!!!!
ბათუმის მომავლის სკოლის პრეზიდენტი - ქეთევან საფარიძე 2019 - 2020
(ავტობიოგრაფია)
დავიბადე 2003 წლის 24 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში. 2008 წელს გავხდი სკოლა „ნერგების“ პირველი კლასის მოსწავლე, 2011 წელს კი გადავედი ბათუმის N2 საჯარო სკოლაში. სულ მალე, 2013 წელს, წილად მხვდა ბედნიერება გავმხდარიყავი მომავლის სკოლის მზრუნველი,მოფუსფუსე ოჯახის წევრი და მას შემდეგ, აქ განვაგრძობ სწავლას და არა მარტო სწავლას, არამედ მზადებას იმ რთული და გამოწვევებით სავსე ცხოვრებისთის, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს გვაქვს გასავლელი. ეს არის სკოლა, რომელმაც ჩამომაყალიბა ადამიანად, მასწავლა და შემაძლებინა გამბედაობა, სირთულეებთან გამკლავება და ყველაფრის მიუხედავად ბრძოლა,რადგან ადამიანებს
ყოველთის გვაქვს ახალი შანსი იმისა,რომ ფეხზე წამოვდგეთ.
შვიდი წელია ვსწავლობ მომავლის სკოლაში და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს სტიმულს, რომელსაც მოსწავლეები გრძნობენ აქ, ვერსად იგრძნობენ, რადგან გვყავს დირექტორი, რომელიც გვიგებს ნებისმიერ სიტუაციაში, გვამხნევეს და გვახალისებს.
პირველად, მე-7 კლასში გავხდი სკოლის სტიპენდიანტი,მეორედ კი მე-11-ში, რაც ძალიან დიდი წახალისებაა ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა მოსწავლისთვის, რადგან ყველას შეუძლია მაქსიმალურის გამოვლენა, ცოდნა კი ნამდვილად არავის ეკარგება. თვითმმართველობის პრეზიდენტობა კიდევ ერთი გამოწვევა იყო ჩემთვის, ამიტომაც აქტიურად ჩავერთე არჩევნებში.
ახლა მე-11 კლასის მოსწავლე ვარ, სამომავლო გამოცდებისთვის მაქსიმალურად ვემზადები. ჩემი ოცნებაა გავხდე წარმატებული ექიმი, ამ ოცნების ახდენაში კი მეხმარება მთელი სკოლა,რითაც ძალიან მოხარული ვარ, რადგან მიხარია, რომ მათ ჩემი იმედი აქვთ!
მომავალი ჩვენია!