სიახლეები

სტუმრად უნივერსიტეტში

🌍ბათუმის მომავლის სკოლის ეკო კლუბ მწვანე სივრცე/GREEN SPASE- ის წევრები, კლუბის ხელმძღვანელთან, ქალბატონ ლამზირა ზოიძესთან ერთად სტუმრობდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსისიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ, იმუნოგენეტიკის ლაბორატორიას . მოსწავლეები გაეცნენ ლაბორატორიის ბაზაზე არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. მიიღეს ინფორმაცია ლაბორატორიაში მიმდინარე ცდებისა და ექსპერიმენტების შესახებ. ჩაუტარდათ საჩვენებელი ლაბორატორიული აქტივობა. მოსწავლეებმა თვითონ მიიღეს მონაწილეობა როგორც საკუთარი, ასევე მეგობრების სისხლის ჯგუფების განსაზღვრაში. 💚ძალიან დიდი მადლობა ქ–ნ შორენა გაბაიძეს @Shorena Gabaidze საინტერესო ინფორმაციისა და აქტივობებისთვის. 🌏💚🌎💚🌍💚 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U მომავლის სკოლა / school of the future კლუბის ხელმძღვანელი -ლამზირა ზოიძე (იხ. სრულად)
Read More

“ჩემი დღესასწაული”

19.05-ში მომავლის სკოლის მე6 ა კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, თემაზე-"ჩემი დღესასწაული".მოსწავლეები ლიტერატურის სახელმძღვანელოს მე-10 თავში გაეცნენ თბილისის ისტორიას,მის ღირშესანიშნაობებს,მასზე ლეგენდებსა და ცნობილი ავტორების ლექსებს ,ასევე იმ დღესასწაულებს, რომლებიც ძველი თბილისისთვის იყო ტრადიციული .სწორედ ტრადიციულ დღესასწაულებზე დაყრდნობითა და მათი მნიშვნელობის გააზრებით მოსწავლეებმა შექმნეს ბროშურები და კლასის წინაშე წარმოადგინეს დღესასწაული,რომელსაც თავად შემოიღებდნენ.გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა ისაუბრეს არჩეული დღესასწაულის მნიშვნელობასა და თავისებურებაზე,სახელწოდებასა და თარიღზე, რომლებიც დღესასწაულს მოარგეს,წარმოადგინეს წინდაწინ გაფორმებული ბროშურები და განიხილეს ერთმანეთის დღესასწაული. მადლობა კლასს ენთუზიაზმისა და პასუხისმგებლობისთვის!პედაგოგი-თინა ლამპარაძე (იხ. სრულად)
Read More

მუზეუმის საერთაშორისო დღე 💙

მუზეუმის საერთაშორისო დღის მოახლოებასთან დაკავშირებით, "მერცხლები"ეწვივნენ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, ერთად აღვნიშნეთ მუზეუმის წვლილი საზოგადოების განვითარებაში და აღმოვაჩინეთ მუზეუმებში დაცული საგანძური. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი-აჭარის მუზეუმი (იხ. სრულად)
Read More

გახსოვდეს შენიქვეყნის ისტორია !

მომავლის სკოლის IIა კლასის მოსწავლეების ჯგუფი" ვარსკვლავები" არქეოლოგიურ მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამა- ,,საბავშვო არქეოლოგია".მასწავლებელი: თეონა შანთაძეგილოცავთ მუზეუმის საერთაშორისო დღეს! (იხ. სრულად)
Read More

#11/12 პროექტი “მკითხველის სკამი “

სიცილი,იუმორი ჯანსაღი,თავისუფალი აზროვნებისა და წინააღმდეგობებზე სიკეთის,სითბოს ძალით გამარჯვების უნარია.მე7 კლასის მოსწავლეებმა :საბა ხალვაშმა,ირაკლი და ნიკა შარაბიძეებმა, კლასის წინაშე სწორედ იუმორსა და სიცილის ძალაზე აგებული ტექსტების( "მე,ბებია,ილიკო და ილარიონი" და "რობინზონ კრუზოს")ეპიზოდები წაიკითხეს. მოსწავლეებმა შეადარეს ნოდარ დუმბაძისა და დანიელ დეფოს ნაწარმოებებში დასმული პრობლემები, ისაუბრეს იუმორის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ,შეაფასეს წარმდგენები. მადლობა მე7 ა კლასის მოსწავლეებს პროექტში ჩართულობისთვის. პედაგოგი-თინა ლამპარაძე (იხ. სრულად)
Read More

სპიკერების შეხვედრა

მზადება XII-კლასის მოსწავლეთა გაცილებისთვისჩემპიონატების ჩატარებამზადება დიაგნოსტიკური წერებისთვისთვითმმართველობის პრეზიდენტი თაკო ჯუმუშაძე.მომავალი ჩვენია! (იხ. სრულად)
Read More

ლიტერატურული მარათონი 2023

ბათუმის მომავლის სკოლის მე8 კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა-გააზრება, სათქმელის ლოგიკურად გადმოცემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის გამომუშავება. მოსწავლეებმა წაიკითხესანა ფრანკის დღიურები"და ჯ.კ. როულინგის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა".წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ "ოცნებებში არ უნდა გადასახლდნენ და ცხოვრება არ უნდა დაივიწყონ", ასევე, ყურადღება გაამახვილეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც მშვიდობა, განსხვავებული რასისა და შეხედულების ადამიანების მიმართ კეთილგანწობა,მიტევება და შემწყნარებლობაა. გაიაზრეს,რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია დაგმოს ნებისმიერი სახის ძალადობა,მჩაგვრელობა და დიქტატურა,იბრძოლოს დემოკრატიული იდეების დამკვიდრებისა და განხორციელებისთვის. რაც,უპირველეს ყოვლისა,წიგნიერებითა და განათლებითაა შესაძლებელი.მადლობა მომავლის სკოლის თითოეულ მოსწავლეს წიგნის სამყაროში ხალისიანი მოგზაურობისთვის და დირექციას მხარდაჭერისთვის! (იხ. სრულად)
Read More

ლიტერატურული მარათონი 2023

16.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის IX-X კლასებში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა-გააზრება, სათქმელის ლოგიკურად გადმოცემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის გამომუშავება. მოსწავლეებმა წაიკითხეს თამრი ფხაკაძის "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში", ჯ.კ. როულინგის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა".წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ "ოცნებებში არ უნდა გადასახლდნენ და ცხოვრება არ უნდა დაივიწყონ", ასევე ყურადღებაა გაამახვილეს იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ქვეყნის სიყვარული ჰქვია, რადგან "არავინ იცის, როდის და რას გაგაკეთებინებს იმ მიწა-წყლის სიყვარული, რომელსაც სამშობლო ჰქვია"...როგორც ამბობენ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ ჩვენს მოსწავლეებს. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! (იხ. სრულად)
Read More

ლიტერატურული მარათონი 2023

15.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის XI კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანია მოსწავლეებს ჩამოვუყალიბოთ კითხვის კულტურა, კრიტიკული აზროვნებისა და სათქმელის ნათლად, მკაფიოდ, გადმოცემის უნარი. მოსწავლეებმა წაიკითხეს ხალიდ ჰოსეინის "ფრანით მორბენალი", ლევ ტოლსტოის "მამა სერგი", პროსპერ მერიმეს "მატეო ფალკონე". წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, ასევე ტექსტებში დასმული პრობლემა დაუკავშირეს თანამედროვეობასა და მათ მიერ შესწავლილ ტექსტებს. როგორც ამბობენ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ ჩვენს მოსწავლეებს. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! (იხ. სრულად)
Read More

ლიტერატურული მარათონი 2023

15.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის მე7 კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა-გააზრება, სათქმელის ლოგიკურად გადმოცემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის გამომუშავება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ანტუან სენტ ეგზიუპერის "პატარა პრინცი"და ჯ.კ. როულინგის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა".წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ "ოცნებებში არ უნდა გადასახლდნენ და ცხოვრება არ უნდა დაივიწყონ", ასევე, ყურადღებაა გაამახვილეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობა და კეთილგანწყობა ჰქვია,გაიაზრეს,რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ერთმანეთის სიმყუდროვესა და ბედნიერბაზე ,რომ ბავშვობა ყველაზე ფერადი და გულწრფელი ხანაა და ყველანი სწორედ ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ არ უნდა დავკარგოთ ბავშვური ხალისი და ვარსკვლავებიან ცაზე მხოლოდ ჩვენთვის მოკიაფე ვარსკვლავის ხილვის უნარი. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! (იხ. სრულად)
Read More