სიახლეები

გილოცავთ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს !

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა! 1 ივნისი, ზაფხულის პირველი დღე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესასწაულს მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, საქართველოშიც აღნიშნავენ. დღესასწაულის დაარსების იდეა პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე 1925 წელს გახმიანდა. მისი დაწესების საკითხი კი გააქტიურდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა პრობლემებზე, კაცობრიობის მომავალზე ზრუნვა, მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს საფიქრალად იქცა. ამასთან დაკავშირებით პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესზე დადეს ფიცი, რომ მშვიდობის შენარჩუნებისა და ბავშვთა ბედნიერებისათვის ზრუნვა მათი უპირველესი ამოცანა იქნებოდა. პირველად ბავშვთა დაცვის დღე 1959 წელს დაწესდა და მას შემდეგ ეს დღესასწაული მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკუთარი დროშაც კი გააჩნია, ის მწვანე ფერისაა, რაც ჰარმონიის, სიცოცხლის და ნაყოფიერების ფერია. ბათუმის მომავლის სკოლა ყველა ბავშვს ულოცავს ამ დღეს და ბედნიერ ბავშობას უსურვებს!
Read More

ბოლო ზარი

დღეს, 2024 წლის 23 მაისს ბათუმის მომავლისსკოლაში უკვე მე12-ე ბოლო ზარი დაირეკა. ერთად გატარებული უამრავი თავგადასავლები, “ონლაინჟამიანობა”ერთობა, მუდამ იქნება ჩვენი კურსდამთავრებულების მოგონებებში. ეს დღე, ბათუმის მომავლის სკოლაში წარმოდგენილია ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგებითა და წინსაფრებით, უამრავი კეთილი სურვილი და ამავედროულად ჩვენი თვალცრემლიანი მასწავლებლები და ადმინისტრაცია. ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული წყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და რაც მთავარია. ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის ემზადები.ჩვენო მომავლელებო გილოცავთ წინ ბევრი გამარჯვებისკენ !
Read More

გილოცავთ აღდგომის ბრწიყნვალე დღესასწაულს !

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა!  ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული. დღე, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებულია, ყველაზე დიდი სიხარულის და იმედის მომტანია. გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
Read More

23.04-26.04 ბათუმის მომავლის სკოლაში უცხო ენის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა “უცხოური ენის კვირეული 2024″

23.04-26.04 ბათუმის მომავლის სკოლაში უცხო ენის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა “უცხოური ენის კვირეული 2024”, რომელიც გაფერადებული იყო არა~ერთი საინტერესო აქტივობებით. აქტივობა-სწავლა კეთებით , რისთვისაც დიდი მადლობა თითოეულ პედაგოგს მათი აკადემიურობისთვის და ჩვენს მომავლელებს გონიერებისათვის. ყველა კლასში აღინიშნა უილიამ შექსპირის დაბადების დღე, და ჩვენმა მომავლელებმა შეისწავლეს. მისი ცნობილი გამონათქვამები/ფრაზები. გაიმართა საინტერესო ვიდეო მასალის ჩვენება “15 Facts about William Shakespeare” , აღინიშნა დედამიწის დღე სადაც ბავშვებმა მოგვაწოდეს საინტერესო პოსტერები თემაზე “Save the Earth “. დიდი მადლობა სკოლის დირექტორსა და დამფუძენებელს - ქ. ცირა ქასრაძეს და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს თამთა მურვანიძეს გვერდში დგომისთვის და მეგობრული რჩევებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მე-6 კლასელებს , კერძოდ აჩი ხოზრევანიძეს და ნიკა მამულაძეს “Big Ben “და “Tower Bridge “ულამაზესი მაკეტის შექმნისათვის. #უცხოურიენისკვირეულია2024
Read More

14 აპრილი დედაენის დღეა.

14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. 46 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ კი, 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს. „ზუსტად 46 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის საფუძველი. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს გახლდათ უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ახალგაზრდები საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას წინ აღუდგნენ და არ დაუშვეს ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვა.14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
Read More

ბათუმის მომავლის სკოლისა და რუსთავის კერძო სკოლა მილენიუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით “საქართველოს ისტორიის კვალდაკვალ”

#თანამშრომლობისმემორანდუმი##რუსთავისკერძოსკოლამილენიუმი##ბათუმისმომავლისსკოლა# კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მომავლის სკოლის 8 ა ; 9ა; 10ა და 10 ბ კლასის მოსწავლეებმა : მარიამ ბეჟანიძემ, ლიკა ბერიძემ, სანდრო კერესელიძემ, ანა თურმანიძემ, ელისაბედ დარჩიამ, ანდრია ხინკილაძემ. კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს თემები, რომლებიც ეხებოდა, აჭარის და ქვემო ქართლის რეგიონების, მათი ღირსშესანიშნაობებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიას. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორებმა, რომლებაც ხაზი გაუსვეს მსგავს პროექტებში მათი ჩართულობის მნიშვნელობას და წარმატებები უსურვეს. კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობისადმი ცნობიერების ამაღლებას.
Read More

შპს ბათუმის მომავლის სკოლაში 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია, გამოფენა და დოკუმენტური კადრების ანალიზი.

35 წელი გავიდა იმ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენიდან, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის მოედანზე მოხდა. მშვიდობიანი პროტესტი და პრინციპული მოთხოვნა თავისუფლებისა და რუსული იმპერიალიზმისგან თავის დასაღწევად, რასაც მოითხოვდა მთლიანად ქართველი ერი უგულებელყოფილი და დარბეული იქნა საბჭოური არმიის მიერ, რის შედეგადაც დაშავდა უამრავი ადამიანი და გარდაიცვალა 21 გმირი, ადამიანები რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს ქვეყნის, ეროვნულობის, თავისუფლების, ენის, რელიგიის და კულტურის შესანარჩუნებლად.კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები შემდეგ თემებზე: VIII-IX-X კლასის მოსწავლეებმა: ელენე ფუტკარაძემ, ანდრია ხინკილაძემ, მათე დიასამიძემ, ალექსანდრე ჭანიძემ, სანდრო ღოღობერიძემ და მარიამ ბეჟანიძემ წარმოადგინეს მოხსენება 9 აპრილის ირგვლივ. ისაუბრეს წინაპირობებზე, მიმდინარე პროცესებზე, მოვლენების ქრონოლოგიაზე 3 აპრილიდან 9 აპრილამდე, აღნიშნული დღის მთავარ გმირებზე, დაღუპულებზე და ამ დღის ყველაზე მთავარ მონაპოვარზე 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, რითაც დაგვირგვინდა ქართველი არის მთავარი სურვილი იყოს დამოუკიდებელი. VIII კლასი მოსწავლეებმა: ანი კოჩაძემ და ალექსანდრე ჯაფარიძემ წარმოადგინეს თემა:…
Read More

ნიკა აბაშიძის სახელობის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში

#ჯანსაღსხეულშიჯანსაღისულია ბათუმის მომავლის სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. შესაბამისად, ტრადიციულად გრძელდება ნიკა აბაშიძის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში. რომელშიც მონაწილებენ ბათუმის მომავლის სკოლის მომავლელები. ჩემპიონატი ჩატარდა ორ წრედ, სადაც პირველ წლეში ერთმანეთს შეხვდნენ საბაზო კლასის მოსწავლეები ხოლო მეორე წრეში საშუალო საფეხურის მოსწავლეები. საბოლოოდ ტურნირის გამარჯვება: VIII_ა კლასმა და X ა კლასმა შეძლეს
Read More

გურამ დოჩანაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ბათუმის მომავლის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით , ქ.ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში წარმოადგინეს , გურამ დოჩანაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება : ,,ადამიანი ადამიანისთვის დღეა" სადაც მოკლედ განიხილეს მწერლის ცხოვრება და შემოქმედება. მადლობა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მოსწავლე -ახალგაზრდობის განყოფილებას და ქალბატონ ნატო ჭყონიას სასიამოვნო მასპინძლობისთვის, მადლობა პროექტის ხელმძღვანელს ქ. თეა ჩხიკვაძეს და მომავლის სკოლის მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებისთვი
Read More