სიახლეები

📚2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის ლიტერატურული მარათონის საუკეთესო სამეული:

🌟ელენე ხალვაში-VII კლასი🌟მარიამ უზუნაძე- VIII კლასი🌟ნიკოლოზ ბეჟანიძე- XI კლასი📚ლიტერატურული მარათონის მიზანია ქართველი და უცხოელი მწერალების შემოქმედების ახლოს გაცნობა-გააზრება;წაკითხულის ირგვლივ მსჯელობა, საკუთარი პოზიციის, დამოკიდებულების დაფიქსირება და თანამედროვეობასთან დაკავშირება;წიგნის კითხვის კულტურის ჩამოყალიბება.
Read More

მე-8 კლასის მოსწავლეები გაეცნენ 🔷 სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას.

🌐საგანი: მოქალაქეობა🔊თემა: სამოქალაქო საზოგადოება-არასამთავრობო ორგანიზაციები.📍მე-8 კლასის მოსწავლეები გაეცნენ🔷 სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას.🔷სიმულაციურად შექმნეს არასამთავრობო ორგანიზაციები და იმუშავეს მათ ქალაქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მოცემული პრობლემების მოგვარების გზებზე. 📚გაკვეთილის მიზანი გახლდათ:📍 მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღვივება;📍თემში არსებული პრობლემების აღმოჩენა-მოგვარების უნარ-ჩვევების გაძლიერება;📍არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაცნობა;📍სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობის გაცნობა;📍კრიტიკულ-ანალიტიკური უნარების განვითარება. (იხ. სრულად)
Read More

კულტურული მრავალფეროვნება

საგანი: მოქალაქეობათემა: კულტურული მრავალფეროვნება. საქართველოში კულტურული მრავალფეროვნების და მისი მნიშვნელობის უკეთ გასააზრებლად, მომავლის სკოლის მოსწავლეებს ვიდეოთი მიმართა საქართველოში მცხოვრებმა ამერიკის , ესპანეთისა და პოლონეთის მოქალაქეებმა. მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები გაეცნენ: კულტურულ მრავალფეროვნებასა და მის უპირატესობებს;საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა კულტურას.მოცემული გაკვეთილის მიზანი გახლდათ:მოსწავლეებისთვის კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობის გაცნობა;მოსწავლეებში ტოლერანტული ღირებულებების გაძლიერება. (იხ. სრულად)
Read More

დიპლომატიის კვირეული

ბათუმის მომავლის სკოლის ,,ახალგაზრდა დემოკრატთა კლუბი"-ს წევრები საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,დიპლომატიის კვირეული" მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. კლუბის წევრები დაესწრნენ საინფორმაციო შეხვედრას ფინეთის ელჩთან, კირსტი ნარინენთან. შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ისაუბრა ფინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.პროექტში მონაწილეობის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება დიპლომატიისა და ფინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.
Read More

ლიტერატურულიმარათონი

კითხვა-ყველაზე პოზიტიური აქტივობა, რომლითაც შეგვიძლია გავხდეთ უფრო წიგნიერი, მჭევრმეტყველი, სოციალურად გახსნილი, ზნეობრივად მყარი, ფხიზელი გონების პატრონი და ძლიერი იმუნიტეტის მქონე ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ.სწორედ დასახელებული უნარ-ჩვევების განვითარებისა და განმტკიცებისათვის 28-29-30 Xl-ში ბათუმის მომავლის სკოლაში ჩატარდაქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ დაგეგმილი მორიგი (შემოდგომის) ლიტერატურული მარათონი. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წაიკითხეს წინასწარ შერჩეული და მიწოდებული ლიტერატურა. მარათონზე კი ისაუბრეს კონკრეტული საკითხებისა და ეპიზოდების შესახებ, დაასახელეს მათთვის გამორჩეული პერსონაჟი და ფრაზა, გადმოსცეს ემოცია, რომელიც დასახელებული ტექსტების სამყაროში მოგზაურობისას განიცადეს, გამოყვეს და იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რომლებიც დღემდე აქტუალურია და დაეხმარა მათ სამყაროს ახლებურად აღქმასა და გააზრებაში; მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატებიც. მადლობა მომავლელებს და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს (ლამზირა აბულაძე,თინიკო ლამპარაძე,შორენა ცეცხლაძე)
Read More

საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება

დღეს,16 ნოემბერს,ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა აჭარის კერძო და საჯარო სკოლების საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება (სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით).ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ ტურში გამარჯვებულთა შორის იყვნენ ბათუმის მომავლის სკოლის მე9 ბ კლასის მოსწავლეები:ნინო გორგილაძე და გიორგი ცეცხლაძე. ვულოცავთ სკოლასა და მოსწავლეებს ამ წარმატებასმომავალი თქვენია! (იხ.სრულად ჩვენს ფეისბუქ გვერდზე)
Read More

ბათუმის მომავლის სკოლაში, ხალისითა და მომავლის იმედით დაიწყო 2022_ 2023 სასწავლო წელი!

ბათუმის მომავლის სკოლაში, ხალისითა და მომავლის იმედით დაიწყო 2022_ 2023 სასწავლო წელი!მომავლელების პირველი დღე!მომავლის სკოლა_ 10 წელი ,მომავლის სადარაჯოზე! (იხ. სრულად ჩვენს ფეისბუქ გვერდზე)
Read More

ბათუმის მომავლის სკოლა გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს !

ოქროსფერი შემოდგომა ბათუმის მომავლის სკოლაში მომავლელები გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს დღე ტრადიციულად განსაკუთრებულად აღინიშნა ჩვენთან, მომავლელებმა მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან ერთად შემოდგომის ფერებით მორთენ გარემო ჩვენი მომავლელების ინიციატივით გაიმართა სხვადასხვა აქტივობა-ღონისძიება
Read More

შპს ბათუმის მომავლის სკოლაში 2021 წლის 16 და 17 ნოემბერს გაიმართა ლიტერატურული მარათონი,

შპს ბათუმის მომავლის სკოლაში 2021 წლის 16 და 17 ნოემბერს გაიმართა ლიტერატურული მარათონი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ V-XI კლასის მოსწავლეები. მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა, თხრობის კულტურის, შემოქმედებითობისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარება. “იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია”. როგორც ასტრიდ ლინდგრენი წერდა: „წიგნს ვერაფერი შეცვლის, წიგნი ფრთას ასხამს ფანტაზიას. ბავშვი, რომელიც წიგნთან არის განმარტოებული, საკუთარი ფანტაზიით ქმნის ნათელ, წარუშლელ სურათებს“. მოსწავლეები პასუხისმგებლობითა და ემოციით მოეკიდნენ აღნიშნულ აქტივობას. წარმოადგინეს ნახატები ეპიზოდების მიხედვით . მადლობა თითოეულ მონაწილეს საინტერესო პასუხებისთვის!
Read More