სიახლეები

#11/12 პროექტი “მკითხველის სკამი “

სიცილი,იუმორი ჯანსაღი,თავისუფალი აზროვნებისა და წინააღმდეგობებზე სიკეთის,სითბოს ძალით გამარჯვების უნარია.მე7 კლასის მოსწავლეებმა :საბა ხალვაშმა,ირაკლი და ნიკა შარაბიძეებმა, კლასის წინაშე სწორედ იუმორსა და სიცილის ძალაზე აგებული ტექსტების( "მე,ბებია,ილიკო და ილარიონი" და "რობინზონ კრუზოს")ეპიზოდები წაიკითხეს. მოსწავლეებმა შეადარეს ნოდარ დუმბაძისა და დანიელ დეფოს ნაწარმოებებში დასმული პრობლემები, ისაუბრეს იუმორის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ,შეაფასეს წარმდგენები. მადლობა მე7 ა კლასის მოსწავლეებს პროექტში ჩართულობისთვის. პედაგოგი-თინა ლამპარაძე (იხ. სრულად)
Read More

სპიკერების შეხვედრა

მზადება XII-კლასის მოსწავლეთა გაცილებისთვისჩემპიონატების ჩატარებამზადება დიაგნოსტიკური წერებისთვისთვითმმართველობის პრეზიდენტი თაკო ჯუმუშაძე.მომავალი ჩვენია! (იხ. სრულად)
Read More

ლიტერატურული მარათონი 2023

ბათუმის მომავლის სკოლის მე8 კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა-გააზრება, სათქმელის ლოგიკურად გადმოცემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის გამომუშავება. მოსწავლეებმა წაიკითხესანა ფრანკის დღიურები"და ჯ.კ. როულინგის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა".წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ "ოცნებებში არ უნდა გადასახლდნენ და ცხოვრება არ უნდა დაივიწყონ", ასევე, ყურადღება გაამახვილეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც მშვიდობა, განსხვავებული რასისა და შეხედულების ადამიანების მიმართ კეთილგანწობა,მიტევება და შემწყნარებლობაა. გაიაზრეს,რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია დაგმოს ნებისმიერი სახის ძალადობა,მჩაგვრელობა და დიქტატურა,იბრძოლოს დემოკრატიული იდეების დამკვიდრებისა და განხორციელებისთვის. რაც,უპირველეს ყოვლისა,წიგნიერებითა და განათლებითაა შესაძლებელი.მადლობა მომავლის სკოლის თითოეულ მოსწავლეს წიგნის სამყაროში ხალისიანი მოგზაურობისთვის და დირექციას მხარდაჭერისთვის! (იხ. სრულად)
Read More

ლიტერატურული მარათონი 2023

16.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის IX-X კლასებში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა-გააზრება, სათქმელის ლოგიკურად გადმოცემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის გამომუშავება. მოსწავლეებმა წაიკითხეს თამრი ფხაკაძის "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში", ჯ.კ. როულინგის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა".წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ "ოცნებებში არ უნდა გადასახლდნენ და ცხოვრება არ უნდა დაივიწყონ", ასევე ყურადღებაა გაამახვილეს იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ქვეყნის სიყვარული ჰქვია, რადგან "არავინ იცის, როდის და რას გაგაკეთებინებს იმ მიწა-წყლის სიყვარული, რომელსაც სამშობლო ჰქვია"...როგორც ამბობენ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ ჩვენს მოსწავლეებს. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! (იხ. სრულად)
Read More

ლიტერატურული მარათონი 2023

15.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის XI კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანია მოსწავლეებს ჩამოვუყალიბოთ კითხვის კულტურა, კრიტიკული აზროვნებისა და სათქმელის ნათლად, მკაფიოდ, გადმოცემის უნარი. მოსწავლეებმა წაიკითხეს ხალიდ ჰოსეინის "ფრანით მორბენალი", ლევ ტოლსტოის "მამა სერგი", პროსპერ მერიმეს "მატეო ფალკონე". წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, ასევე ტექსტებში დასმული პრობლემა დაუკავშირეს თანამედროვეობასა და მათ მიერ შესწავლილ ტექსტებს. როგორც ამბობენ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ ჩვენს მოსწავლეებს. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! (იხ. სრულად)
Read More

ლიტერატურული მარათონი 2023

15.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის მე7 კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა-გააზრება, სათქმელის ლოგიკურად გადმოცემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის გამომუშავება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ანტუან სენტ ეგზიუპერის "პატარა პრინცი"და ჯ.კ. როულინგის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა".წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ "ოცნებებში არ უნდა გადასახლდნენ და ცხოვრება არ უნდა დაივიწყონ", ასევე, ყურადღებაა გაამახვილეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობა და კეთილგანწყობა ჰქვია,გაიაზრეს,რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ერთმანეთის სიმყუდროვესა და ბედნიერბაზე ,რომ ბავშვობა ყველაზე ფერადი და გულწრფელი ხანაა და ყველანი სწორედ ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ არ უნდა დავკარგოთ ბავშვური ხალისი და ვარსკვლავებიან ცაზე მხოლოდ ჩვენთვის მოკიაფე ვარსკვლავის ხილვის უნარი. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! (იხ. სრულად)
Read More

ლიტერატურული მარათონი 2023

15_17.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის VIა_VIბ კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა-გააზრება, სათქმელის ლოგიკურად გადმოცემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის გამომუშავება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ანა გავალდას "35 კილო იმედი" და იანუშ კორჩაკის "მეფე მათიუშ პირველი".წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ " გაცილებით მარტივია არაფერი აკეთო და იყო უბედური, ვიდრე ყველაფერი გააკეთო ბედნიერების მისაღწევად". მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! (იხ. სრულად)
Read More

ლიტერატურული მარათონი 2023

15-16-17 მაისს ბათუმის მომავლის სკოლაში გაიმართა მორიგი ლიტერატურული მარათონი, რომელშიც მონაწილეობდნენ მე5-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. "მთავარი და მნიშვნელოვანი თვალისათვის უხილავია"- მარათონის მიზანი სწორედ იმის დანახვა, შემჩნევა, გააზრება და ერთმანეთისთვის გაზიარება იყო, რაც დღემდე ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანებისგან ხშირად დევნილი და შეურაცხყოფილია: მშვენიერების, სამართლიანობის, წიგნიერების, სიყვარულის, მიტევებისა და სულგრძელობის; ასევე, მოსწავლეებში ლიტერატურული გემოვნების, თავისუფალი აზროვნების, ტექსტში დასმულ პრობლემათა სწორი ანალიზის, ლექსიკური მარაგის შევსებისა და საკუთარი ემოციის გადმოცემის უნარების გამომუშავება. მოსწავლეები მარათონის განმავლობაში მსჯელობდნენ წაკითხული ტექსტებისა და ტექსტში დასმულ პრობლემათა ირგვლივ, ასახელებდნენ საყვარელ პერსონაჟებსა და ფრაზებს, განმარტავდნენ ხატოვან გამოთქმებსა და სახე-სიმბოლოებს, აკავშირებდნენ ტექსტებს ერთმანეთთან და განიხილავდნენ თანამედროვეობის კონტექსტში. მადლობა მათ გულმოდგინებისა და წიგნის სამყაროში ხალისით მოგზაურობის გამო! (იხ. სრლად)
Read More

საფეხბურთო ჩემპიონატი 2022

შემოდგომის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა გამარჯვებული გუნდი-IX ა კლასი წინ გაზაფხულის ჩემპიონატი გველის.გამარჯვება ბიჭებო! (იხ. სრულად)
Read More