დამრიგებლები

დამრიგებლის(კურატორის) თანამდებობრივი ინსტრუქცია

ა) დამრიგებელი (კურატორი) არის სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობის ორგანიზების პირველი რგოლი. Mმისი მუშაობა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას. ხელს უწყობს მოსწავლეს სამოქალაქო ცნობიერების განვითარებაში და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
ბ) დამრიგებელთა(კურატორთა) შერჩევა ხდება სასწავლო წლის დასაწყისში, პიროვნული თვისებების, პროფესიული ცოდნისა და ღირებულებების გათვალისწინებით. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა კლასში მეგობრული, ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბება;
გ) დამრიგებელს(კურატორს) უფლება აქვს გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები;
დ) დამრიგებელი(კურატორი) ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს საქართელოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ შესაბამისად, სკოლის წესდებისა და სკოლის შინაგანაწესის მიხედვით;
ე) დამრიგებელი(კურატორი) სკოლაში უნდა გამოცხადდეს გაკვეთილების დაწყებამდე 20 წუთით ადრე და დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური ან სხვა პრობლემების გადაჭრაში;
ვ) დამრიგებელი(კურატორი) ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია მშობელს შვილის დისციპლინისა და აკადემიური მსწრების შესახებ თვეში მინიმუმ ერჯერ (ინდივიდუალურად), მოახდინოს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება, მოსწავლის მიერ გაკვეთილის/ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში, უზრუნველყოს გაცდენის მიზეზის დადგენას;
ზ) დამრიგებელს(კურატორს) ეკრძალება მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის, სკოლის დისციპლინური გადაცდომების შესახებ მშობელთა კრებაზე საუბარი და დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევის ან/და აკადემიური მოსწრების გაცნობა სხვისი თანდასწრებით;
თ) დამრიგებელი(კურატორი) ვალდებულია სასწავლო წლის დასრულებისას გააკეთოს, სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, აღნიშნულის საფუძველზე დაწეროს თითოეული მოსწავლის დახასიათება;
ი) დამრიგებელი(კურატორი) ვალდებულია მოსწავლის წლიური შეფასების დაბალი 5,0-ზე ან/და ნაკლები მაჩვენებლის შემთხვევაში, გააფრთხილოს მშობელი და მოსწავლე მომდევნო სასწავლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესის აუცილებლობის შესახებ;
ლ) დამრიგებელი(კურატორი) პასუხისმგებელია კლასგარეშე და სკოლისგარეშე სასწავლო – აღმზრდელობით ღონისძიებების დაგეგმვა–ჩატარების და სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელებაზე;
მ) დამრიგებელი(კურატორი) ვალდებულია იზრუნოს, მოსწავლეთა ჩართულობის, საკლასო ოთახის ესთეტიკურ გაფორმებაზე და სანიტარულ–ჰიგიენური პირობების დაცვაზე
ნ) დამრიგებელი(კურატორი) პასუხისმგებელია: დირექტორთან წარსადგენი დოკუმენტის შევსებაზე, პირადი საქმის წარმოებაზე, წიგნში ნიშნების ცდომილების გარეშე გადატანაზე;
ო) დამრიგებელი (კურატორი) ვალდებულია კვირაში ერთჯერ ჩაატაროს სადამრიგებლო საათი წინასწარ გაწერილი სადამრიგებლო საათის გეგმის შესაბამისად.