სტუმრად მუზეუმში

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს ბათუმის მომავლის სკოლის VIIIა კლასის მოსწავლეები ესტუმრა. მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო პროგრამა: “როგორ აჯილდოებს სამყარო გენიალურ იდეებს? ნობელის პრემიის გზა.” პროგრამას უძღვებოდა მუზეუმის სპეციალისტი მაია მაკარაძე. მოსწავლეებისათვის საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია მსოფლიოში უნიკალური ჯილდოს და მისი შექმნის შესახებ ისტორია. მოსწავლეებმა,წარმოადგინეს პრეზენტაცია აღნიშნული თემის შესახებ და ისაუბრეს ნობელების დამსახურებისა და ღვაწლის შესახებ. მომავლელებმა, დაათვალიერეს მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები. პროგრამის დასასრულს კლასის პედაგოგს, ქალბატონ შორენა ჩიქოვანს გადაეცა სსიპ ,აჭარის მუზეუმის სერტიფიკატი საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის. ფიზიკის მასწავლებელი_შორება ჩიქოვანი. კურატორი_მარი ჭანტურია
Read More

ვიზიტი ბათუმი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

,,იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!" წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება. ამ დღის აღსანიშნავად მე-4  კლასის მოსწავლეები ეწვივნენ @ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას და გაეცნენ ქართველი მწერლების ნაწარმოებებს.
Read More

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა

3 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა. მომავლელები სტუმრად ბიბლიოთეკაში. მოსწავლეებმა საყვარელი მწერლების ნაწარმოებებიდან წაიკითხეს ნაწყვეტები, ლექსები და მოთხრობები
Read More

1 სემესტრის დიაგნოსტიკური შემაჯამებელი წერის აღდგენა

ბათუმის მომავლის სკოლა 2024-2025 სასწავლო წელი 22 იანვარს ჩატარდა 1 სემესტრის დიაგნოსტიკური შემაჯამებელი წერის აღდგენა საგანი - ინგლისური ენა და ქართული ენა მიზანი სასწავლო მასალის განმტკიცება ინდივიდუალური მიდგომა ერთად - ყველაფერს შევძლებთ!
Read More

გილოცავთ ახალ 2025 წელს

საქართველო - გილოცავ ახალ წელს ! ოჯახის უთბილესო წევრებო , ჩემო დედიკო და ძამიკო,ნათესავებო! მსოფლიოში ყველაზე მოსიყვარულე და გონიერო მომავლელებო! საყვარელო კოლეგებო ! განსაკუთრებულო მეგობრებო და ახლობლებო საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ! ! უცნობებო თუ ნაცნობებო ! გილოცავთ ! გილოცავთ ! გილოცავთ ! მადლიერი ვარ თქვენი , მიყვარხართ . ბედნიერი ვარ, რომ არსებობთ, რომ გაუძელით დღევანდელობას, ჩემს ხმამაღალ ტემბრს, ზედმეტ აქტიურობას, ცელქობას, მუდმივ ხმაურს ...მოკლედ, ჩავაბაროთ ძველ წელს რაც უარყოფითი იყო და ხალისით შევხვდეთ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს. გახსოვდეთ , ვინც, საკუთარი თავი იცის, მან მთელი მსოფლიო იცის. გახსოვდეთ,რომ თავად უნდა იღვაწოთ მიზნის მისაღწევად. მართალი სიტყვა და სიხარული საქართველო ! მრავალჟამიერი გუგუნებდეს შინ თუ გარეთ!! პატივისცემით ცირა ქასრაძე
Read More

სერთიფიკატების გადაცემა.

ბათუმის მომავლის სკოლა ევროპულს საგანმანათლებლო ცენტრთან ერთად ჩენი მომავალი ელჩები. სერთიფიკატების გადაცემა.გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს  
Read More

მორიგი ელექტრონული დიაგნოსტიკური წერები

2024 წლის 22 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით , ბათუმის მომავლის სკოლაში 7 წლიანი გამოცდილებით, მორიგი ელექტრონული დიაგნოსტიკური წერები მიმდინარეობდა. დიაგნოსტიკური წერის ერთადერთი მიზანია, აღიწეროს მოსწავლის მიღწევები ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებით ; ჩატარდეს კვლევა ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენით და მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით. დაიგეგმოთ სასწავლო პროცესის შემდგომი ნაბიჯები. წარმატება მომავლელებს! ერთად ყველაფერს შევძლებთ!
Read More

საახალწლო კუდების დღე ბათუმის მომავლის სკოლაში

ბათუმის მომავლის სკოლაში გრძელდება წინა საახალწლო აქტივობები. ამჯერად ჩვენი სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა მოირგეს საახალწლო ქუდები      
Read More

საახალწლო ნახვის ხის მორთვა

სკოლის საახალწლო ტრადიცია ჯადოსნური ნაძვის ხის მორთვაა. საახალწლო ღონისძიებას ყველა მომავლელი გასაკუთრებულად, ელოდება და ხვდება. სწორედ, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად ჩვენნმა ბავშვებმა საკუთარი ხელით მორთვეს საახალწლო ნაძვის ხე, მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი ერთმანეთს.
Read More