2025 წლის საახალწლო კარნავალი
ბათუმის მომავლის სკოლაში განსაკუთრებულად მხიარული და ფერადი იყო 2025 წლის საახალწლო კარნავალი კარნავალი სავსე იყო ღიმილით, მუსიკით, სითბოთი და საახალწლო ჯადოსნური განწყობით მოსწავლეთა შემოქმედებამ, კოსტიუმებმა და ერთიანობამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად ნათელი და იმედით სავსეა ჩვენი მომავალი მადლობა თითოეულ მონაწილეს ამ დაუვიწყარი დღის შექმნისთვის გილოცავთ
ქუდების დღე ბათუმის მომავლის სკოლაში
ქუდების დღე ბათუმის მომავლის სკოლაში დღეს ჩვენი სკოლა სავსე იყო ფერებით, ღიმილით და კრეატიულობით! მოსწავლეებმა დიდი სიხარულით მიიღეს მონაწილეობა ქუდების დღეში, სადაც თითოეული ქუდი განსხვავებულ იდეას, ხასიათსა და ფანტაზიას გამოხატავდა ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებში შემოქმედებითი აზროვნების, თვითგამოხატვისა და პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებას ბათუმის მომავლის სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს საინტერესო, სახალისო და განვითარებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს გააზიარე მომენტები ჩვენს გვერდზე და გახდი ამ ლამაზი დღის ნაწილი!
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის შეჯამება
ბათუმის მომავლის სკოლა 2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის შეჯამება საბაზო საფეხური მიზანი 2025-2026 სასწავლო წლის მე-2 სემესტრის დაგეგმვა ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა მოსწავლის მხარდაჭერა გისურვებთ წარმატებებს
ბათუმის მომავლის სკოლის დირექტორის საინფორმაციო შეხვედრა
ბათუმის მომავლის სკოლის დირექტორის საინფორმაციო შეხვედრა 5 ა და 5 ბ კლასის მშობლებთან შეხვედრაზე განხილულ იქნა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გზები სკოლასა და მშობლებს შორის. კურატორი: თამუნა სულაბერიძე მადლობა ყველა მშობელს აქტიური ჩართულობისთვის
ფერადი სამოსის დღე ბათუმის მომავლის სკოლაში
ფერადი სამოსის დღე ბათუმის მომავლის სკოლაში დღეს ჩვენს სკოლაში მხიარულებით, კრეატივით და უსაზღვრო ფერებით სავსე დღე გვაქვს! ბავშლებმა საკუთარი სტილი, ხასიათი და ხალისი ფერადი სამოსით გადმოსცეს — და შედეგიც საოცარი გამოვიდა! ასეთი დღეები კიდევ უფრო აერთიანებს ჩვენს პატარა საზოგადოებას და ანათებს სკოლის დერეფნებს სითბოთი და პოზიტივით #ფერადიდღე #ბათუმისმომავლისსკოლა #ბათუმი #ბავშვები #პოზიტივი
ბათუმის მომავლის სკოლაში უკვე იგრძნობა ახალი წლის ზღაპრული განწყობა
ბათუმის მომავლის სკოლაში უკვე იგრძნობა ახალი წლის ზღაპრული განწყობა ! დღეს ჩვენს სკოლის ოჯახმა ერთად მოვრთეთ საახალწლო ნაძვის ხე — სითბოთი და სიყვარულით ყოველი მანათობელი ნათურა და სათამაშო არის ჩვენი მოსწავლეების სიხარული, ერთობა და პატარა საოცრებები, რომლებსაც ერთად ვქმნით მთელი წლის განმავლობაში. მალე ახალი წელიც გვესტუმრება
პრეზიდენტის პირველი შეხვედრა კლასის წარმომადგენლებთან.
ბათუმის მომავლის სკოლაში გაიმართა სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა კლასის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს 2025-2026 სასწავლო წლის გეგმა, დაგეგმილი პროექტები და მოსწავლეთა ჩართულობის გაძლიერების გზები. სკოლის ადმინისტრაცია მხარს უჭერს მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიურ საქმიანობას და მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ლიდერობისა და გუნდური სულის განვითარებას.
ორშაბათი დილა ბათუმის მომავლის სკოლაში
ორშაბათი დილა ბათუმის მომავლის სკოლაში დღე ტრადიციულად, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. სკოლის ეზოში იგრძნობოდა ერთობა, პატივისცემა და ის პოზიტიური ენერგია, რომლითაც ჩვენი მოსწავლეები ახალ კვირას იწყებენ მოტივაცია, პოზიტივი და წინსვლა — ასე იწყება დღე ბათუმის მომავლის სკოლაში! #ერთადმომავლისსადარაჯოზე
დღეს მსოფლიოს ყველა ბავშვის ბებიის, ანა ემილია ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა
ასტრიდ ლინდგრენი - დღეს მსოფლიოს ყველა ბავშვის ბებიის, ანა ემილია ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა “პეპი გრძელწინდა”, “კარლსონი”, “ყაჩაღის ასული რონია”, “მიო, ჩემო მიო”, “ემილი ლიონებერგიდან”, “ძმები ლომგულები”, “გამომძიებელი კალე ბლუმკვისტი”, “მადიკენი”, “მაწანწალა რასმუსი” – ეს იმ ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ავტორი 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში დაიბადა. შვედი მწერალი მსოფლიომ საბავშვო ლიტერატურის დედად აღიარა და ეს წოდება მას დღემდე არ დაუკარგავს. “ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა” – ხშირად ამბობდა მწერალი .
