ორშაბათი დილა ბათუმის მომავლის სკოლაში ტრადიციულად ეროვნული ჰიმნით დაიწყო.
დირექტორმა, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეაჯამეს გასული კვირის მიღწევები და დაისახეს ახალი მიზნები წარმატებით სავსე კვირისთვის.
ასევე დაჯილდოვდნენ ნიკა აბაშიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული გუნდები — ვულოცავთ მათ ღირსეულ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!