
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, წლის საუკეთესო მასწავლებლები, ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ.

წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება ბათუმის მომავლის სკოლის უცხოური ენის კათედრის ხელმძღვანელს, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ვეტერან მასწავლებელს-სოფიკო მიქელაძეს მიენიჭა.

მისი თავდაუზოგავი შრომა, სიყვარული და მოტივაცია საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებული დამსახურებაა. ვულოცავთ მას ამ დამსახურებულ ჯილდოს.