1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!

📣 0
1 ივნისი, ზაფხულის პირველი დღე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესასწაულს მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, საქართველოშიც აღნიშნავენ.
🔔 დღესასწაულის დაარსების იდეა პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე 1925 წელს გახმიანდა. მისი დაწესების საკითხი კი გააქტიურდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა პრობლემებზე, კაცობრიობის მომავალზე ზრუნვა, მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს საფიქრალად იქცა. ამასთან დაკავშირებით პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესზე დადეს ფიცი, რომ მშვიდობის შენარჩუნებისა და ბავშვთა ბედნიერებისათვის ზრუნვა მათი უპირველესი ამოცანა იქნებოდა.
✅ პირველად ბავშვთა დაცვის დღე 1959 წელს დაწესდა და მას შემდეგ ეს დღესასწაული მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება.
✅ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკუთარი დროშაც კი გააჩნია, ის მწვანე ფერისაა, რაც ჰარმონიის, სიცოცხლის და ნაყოფიერების ფერია.
📍 ბათუმის მომავლის სკოლა ყველა ბავშვს ულოცავს ამ დღეს და ბედნიერ ბავშობას უსურვებს!