გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის დღეს!

გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის
დღეს!
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ კონსტიტუცია მიიღო, რომელიც პირველად 2021 წლის მარტში, ქ. ბათუმში ნესტორ ხვინგიას სტამბაში გამოქვეყნდა. 1921 წლის კონსტიტუცია არის ერთ-ერთი გამორჩეული დოკუმენტი არა მხოლოდ იმ პერიოდის მსოფლიოში, არამედ დღესაც.
კონსტიტუციაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები, რაც იმ დროისთვის ბევრ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაშიც არ იყო ამ სახით აღიარებული:
✅კანონის წინაშე თანასწორობა
✅სიკვდილით დასჯა გაუქმებულია
✅პიროვნება ხელშეუხებელია
✅ყოველი მოქალაქის ბინა შეუვალია
✅სინდისის თავისუფლება
✅სიტყვის, აზრის თავისუფლება
✅შეკრების უფლება
✅გაერთიანების უფლება
✅მუშათა გაფიცვა თავისუფალია
სამწუხაროდ დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ვერ მოხერხდა საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენა, თუმცა კონსტიტუციაში გადმოცემული ღირებულებები დღესაც მნიშვნელივანია ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის.
გილოცავთ !