14 აპრილი დედაენის დღეა.

📘14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. 46 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.

📘ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო.

საბოლოოდ კი, 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.

📘„ზუსტად 46 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის საფუძველი. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს გახლდათ უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ახალგაზრდები საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას წინ აღუდგნენ და არ დაუშვეს ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვა.✍️14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.