ყველა ბავშვისთვის სკოლის დაწყება და ახალ სასკოლო, საგანმანათლებლო გარემოში ტრანზიცია (შესვლა-გადასვლა), მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენას წარმოადგენს.
არსებული კვლევებისა და საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, სკოლის პოზიტიურად დაწყება მოსწავლისათვის მომავალი აკადემიური წარმატების და სოციალური წარმატების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
პროცესი, დროული მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა ნეგატიურ გამოცდილებად იქცეს.
რადგან სკოლის დაწყება და სწავლის პირველი დღეები ბავშვისთვის, მშობლისთვის და მასწავლებლებისთვის გარკვეულ შფოთვასთანაა დაკავშირებული, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ბავშვის სკოლაში ტრანზიციის გეგმა, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის, ოჯახის და საგანმანათლებლო დაწესებულების მზაობა ბავშვის სასწავლო პროცესში ჩასართავად.
სწორედ ამიტომ, განხორციელდა მომავალი პირველკლასელების ვიზიტი სასკოლო გარემოში, სადაც მათ უმასპინძლა სკოლის დირექტორმა ადმინისტრაციამ, XII კლასელებმა და მასწავლებლებმა.