ანბანის შემობრძანება

შემოდგომის ამ ლამაზ,თბილ და ფერად დღეს მომავლის სკოლის პირველ კლასელებმა თავი მოიწონეს გონიერებით, აქტიურობით,მონდომებით და შეუდგნენ დაუსრულებელ მოგზაურობას ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში;


თვალჟუჟუნა, თვალებციმციმა, ლურჯთვალა იამ გაუღო მათ ანბანეთის ციხე-სიმაგრის ჯადოსნური კარი და ყველას გააგებინა, რომ დედა ენის წყალობით, დახვეწილი ქართული ანბანის მეშვეობით წყაროსავით წამოვა წყურვილი ცოდნისა, გაჰყვება ნაკადულს, შეერთვება მდინარეებს, გავა ენის დიდ ზღვაში, იქედან კი სიბრძნის დაულეველ ოკეანეში.


მასწავლებელმა, გულო სურმანიძემ, სიყვარულით აუხსნა პატარებს, რომ საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის ქართული ენა არის უდიდესი მადლი, სიმდიდრე, ჯილდო, რწმენა, ბედისწერა და ღმერთი.