როლური თამაში და კომიქსის შექმნა მე-9 ა/ბ კლასებში.
მოსწავლეებმა სიმულაციურად დააფუძნეს პოლიტიკური პარტიები-შეიმუშავეს საარჩევნო პროგრამა, მოირგეს პოლიტიკური იდეოლოგიები და წარსდგნენ ამომრჩეველთა წინაშე.
მოსწავლეებმა შექმნეს კომიქსები, სადაც წარმოაჩინეს საარჩევნო პროცესები, პროგრამები და საარჩევნო სისტემა.
გაკვეთილის მიზანი :
მოსწავლეებში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება და აქტიურ მოქალაქედ ფორმირება;
მოსწავლეებში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცება;
მოსწავლეებისთვის არჩევნებისა და თითოეული მოქალაქის მონაწილეობის აუცილებლობის გააზრება;
მოსწავლეებში პოლიტიკური პარტიებისა და იდეოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
მოსწავლეებში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების უნარების განვითარება.