ბათუმის მომავლის სკოლის ,,ახალგაზრდა დემოკრატთა კლუბი”-ს წევრები საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პროექტში ,,დიპლომატიის კვირეული” მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. კლუბის წევრები დაესწრნენ საინფორმაციო შეხვედრას ფინეთის ელჩთან, კირსტი ნარინენთან. შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ისაუბრა ფინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.პროექტში მონაწილეობის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება დიპლომატიისა და ფინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.