
ბათუმის მომავლის სკოლაში გაიმართა სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა კლასის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს 2025-2026 სასწავლო წლის გეგმა, დაგეგმილი პროექტები და მოსწავლეთა ჩართულობის გაძლიერების გზები.


სკოლის ადმინისტრაცია მხარს უჭერს მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიურ საქმიანობას და მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ლიდერობისა და გუნდური სულის განვითარებას.
