დღეს მსოფლიოს ყველა ბავშვის ბებიის, ანა ემილია ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა 

✍️ ასტრიდ ლინდგრენი – 1️⃣1️⃣8️⃣
✍️ დღეს მსოფლიოს ყველა ბავშვის ბებიის, ანა ემილია ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა
📚“პეპი გრძელწინდა”, “კარლსონი”, “ყაჩაღის ასული რონია”, “მიო, ჩემო მიო”, “ემილი ლიონებერგიდან”, “ძმები ლომგულები”, “გამომძიებელი კალე ბლუმკვისტი”, “მადიკენი”, “მაწანწალა რასმუსი” – ეს იმ ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ავტორი 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში დაიბადა.
✍️შვედი მწერალი მსოფლიომ საბავშვო ლიტერატურის დედად აღიარა და ეს წოდება მას დღემდე არ დაუკარგავს.
“ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა” – ხშირად ამბობდა მწერალი .