დღეს მსოფლიოს ყველა ბავშვის ბებიის, ანა ემილია ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა
ასტრიდ ლინდგრენი - დღეს მსოფლიოს ყველა ბავშვის ბებიის, ანა ემილია ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა “პეპი გრძელწინდა”, “კარლსონი”, “ყაჩაღის ასული რონია”, “მიო, ჩემო მიო”, “ემილი ლიონებერგიდან”, “ძმები ლომგულები”, “გამომძიებელი კალე ბლუმკვისტი”, “მადიკენი”, “მაწანწალა რასმუსი” – ეს იმ ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ავტორი 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში დაიბადა. შვედი მწერალი მსოფლიომ საბავშვო ლიტერატურის დედად აღიარა და ეს წოდება მას დღემდე არ დაუკარგავს. “ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა” – ხშირად ამბობდა მწერალი .
