პრეზიდენტის პირველი შეხვედრა კლასის წარმომადგენლებთან.

ბათუმის მომავლის სკოლაში გაიმართა სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა კლასის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს 2025-2026 სასწავლო წლის გეგმა, დაგეგმილი პროექტები და მოსწავლეთა ჩართულობის გაძლიერების გზები. სკოლის ადმინისტრაცია მხარს უჭერს მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიურ საქმიანობას და მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ლიდერობისა და გუნდური სულის განვითარებას.
Read More

ორშაბათი დილა ბათუმის მომავლის სკოლაში

ორშაბათი დილა ბათუმის მომავლის სკოლაში დღე ტრადიციულად, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. სკოლის ეზოში იგრძნობოდა ერთობა, პატივისცემა და ის პოზიტიური ენერგია, რომლითაც ჩვენი მოსწავლეები ახალ კვირას იწყებენ მოტივაცია, პოზიტივი და წინსვლა — ასე იწყება დღე ბათუმის მომავლის სკოლაში! #ერთადმომავლისსადარაჯოზე
Read More

დღეს მსოფლიოს ყველა ბავშვის ბებიის, ანა ემილია ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა 

ასტრიდ ლინდგრენი - დღეს მსოფლიოს ყველა ბავშვის ბებიის, ანა ემილია ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა “პეპი გრძელწინდა”, “კარლსონი”, “ყაჩაღის ასული რონია”, “მიო, ჩემო მიო”, “ემილი ლიონებერგიდან”, “ძმები ლომგულები”, “გამომძიებელი კალე ბლუმკვისტი”, “მადიკენი”, “მაწანწალა რასმუსი” – ეს იმ ნაწარმოებების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ავტორი 1907 წლის 14 ნოემბერს, სამხრეთ შვედეთში, პატარა ქალაქ ვიმერბიუში დაიბადა. შვედი მწერალი მსოფლიომ საბავშვო ლიტერატურის დედად აღიარა და ეს წოდება მას დღემდე არ დაუკარგავს. “ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა” – ხშირად ამბობდა მწერალი .
Read More