ორშაბათი დილა ბათუმის მომავლის სკოლაში ტრადიციულად ეროვნული ჰიმნით

ორშაბათი დილა ბათუმის მომავლის სკოლაში ტრადიციულად ეროვნული ჰიმნით დაიწყო. დირექტორმა, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეაჯამეს გასული კვირის მიღწევები და დაისახეს ახალი მიზნები წარმატებით სავსე კვირისთვის. ასევე დაჯილდოვდნენ ნიკა აბაშიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული გუნდები — ვულოცავთ მათ ღირსეულ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს! #ბათუმისმომავლისსკოლა #მოსწავლეები #ოლიმპიადა #სპორტი #ერთადმომავლისსადაჯაროზე
Read More

წარმოგიდგენთ ბათუმის მომავლის სკოლის იმ მოსწავლეებს, რომლებმაც გამოიჩინეს გამორჩეული წარმატება მათემატიკურ და ქართულის ოლიმპიადაზე „ევერესტი“!

ვულოცავთ გამარჯვებულებს! წარმოგიდგენთ ბათუმის მომავლის სკოლის იმ მოსწავლეებს, რომლებმაც გამოიჩინეს გამორჩეული წარმატება მათემატიკურ და ქართულის ოლიმპიადაზე „ევერესტი“! თქვენი შრომა, ცოდნა და მიზანსწრაფვა — გვეამაყება #მომავლისსკოლა #ევერესტი #ოლიმპიადა
Read More

სკოლაში გაიმართა ყოველწლიური საფეხბურთო ჩემპიონატი ნიკა აბაშიძის სახელობის თასი

ბათუმის მომავლის სკოლაში ტრადიცია გრძელდება! დღეს ჩვენს სკოლაში გაიმართა ყოველწლიური საფეხბურთო ჩემპიონატი ნიკა აბაშიძის სახელობის თასი, სადაც მონაწილეობა მიიღეს X, XI და XII კლასის მომავლელებმა. თითოეული გუნდი გამოირჩეოდა გუნდურობით, ენერგიითა და სულისკვეთებით. მადლობა მონაწილეებს, გულშემატკივრებს და ორგანიზატორებს ამ შესანიშნავი დღის შექმნისთვის! საბოლოო ჯამში ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა XI კლასის გუნდი #მომავლისსკოლა #ბათუმი #საფეხბურთოჩემპიონატი
Read More