წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, წლის საუკეთესო მასწავლებლები, ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ. წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება ბათუმის მომავლის სკოლის უცხოური ენის კათედრის ხელმძღვანელს, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ვეტერან მასწავლებელს-სოფიკო მიქელაძეს მიენიჭა. მისი თავდაუზოგავი შრომა, სიყვარული და მოტივაცია საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებული დამსახურებაა. ვულოცავთ მას ამ დამსახურებულ ჯილდოს.
Read More

დაიწყო ახალი 2025-2026 სასწავლო წელი

 ბათუმის მომავლის სკოლაში დაიწყო ახალი 2025-2026 სასწავლო წელი! დღეს ჩვენი სკოლა სავსეა ბავშვების სიცილით, მოტივაციითა და ახალი გამოწვევებით. ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს წარმატებებს, ენერგიასა და დაუვიწყარ წუთებს ამ სასწავლო წელს! მადლობა მშობლებსა და პედაგოგებს, რომლებიც მუდამ გვერდით უდგანან ბავშვებს ცოდნისა და განვითარების გზაზე. წარმატებული სასწავლო წელი ყველას! #ბათუმისმომავლისსკოლა #ახალისასწავლოწელი #ბავშვები #განათლება
Read More