ბათუმის მომავლის სკოლაში მოეწყო საქველმოქმედო ღონისძიება.
ბათუმის მომავლის სკოლაში მოეწყო საქველმოქმედო ღონისძიება. VIII ა,ბ; IX ა კლასებისა და სკოლის საზოგადოების ჩართულობით მოეწყო ხელნაკეთი ნივთების დამზადება-გაყიდვა. შემოსული თანხით სკოლის მოსწავლეები დაეხმარებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს. პროექტის მიზანია მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის, თანაგრძნობისა და სამოქალაქო აქტივობის წახალისება. საქველმოქმედო პროექტის ხელმძღვანელია სამოქალაქო განათლების პედაგოგი, თამარ ჯიბლაძე. +8