ბათუმის მომავლის სკოლის მე-2 ა კლასის ღონისიება,, მამული და დედა ენა გვეყვარება გულით მარად”

Ბათუმის მომავლის სკოლის მე-2 ა კლასის ღონისიება,, მამული და დედა ენა გვეყვარება გულით მარად'' . Მომავლელებმა ლექსებით და სიმღერებით მოეფერეს დედა ენას და საქართველოს. Წარმოადგინეს ხალხური ცეკვები. Მადლობა სკოლის დირექციას და მშობლებს თანადგომისთვის სულ წარმატებით გევლოთ მომავლელებო კურატორი: ნათია გორდელაძე
Read More

ბათუმის მომავლის სკოლის V ბ-VI ა კლასის ღონისძიება: “ფერადი ბავშვობის სადარაჯოზე”.

მადლობა მხარდაჭერისთვის ბათუმის მომავლის დირექციას და მშობლებს! კურატორი:მაია ბაკურიძე დამხმარე:მარიკა ქათამაძე
Read More

ბათუმის მომავლის სკოლაში მოეწყო საქველმოქმედო ღონისძიება.

ბათუმის მომავლის სკოლაში მოეწყო საქველმოქმედო ღონისძიება. VIII ა,ბ; IX ა კლასებისა და სკოლის საზოგადოების ჩართულობით მოეწყო ხელნაკეთი ნივთების დამზადება-გაყიდვა. შემოსული თანხით სკოლის მოსწავლეები დაეხმარებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს. პროექტის მიზანია მოსწავლეებში სოციალური პასუხისმგებლობის, თანაგრძნობისა და სამოქალაქო აქტივობის წახალისება. საქველმოქმედო პროექტის ხელმძღვანელია სამოქალაქო განათლების პედაგოგი, თამარ ჯიბლაძე. +8
Read More

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!

0 1 ივნისი, ზაფხულის პირველი დღე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესასწაულს მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, საქართველოშიც აღნიშნავენ. დღესასწაულის დაარსების იდეა პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე 1925 წელს გახმიანდა. მისი დაწესების საკითხი კი გააქტიურდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა პრობლემებზე, კაცობრიობის მომავალზე ზრუნვა, მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს საფიქრალად იქცა. ამასთან დაკავშირებით პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესზე დადეს ფიცი, რომ მშვიდობის შენარჩუნებისა და ბავშვთა ბედნიერებისათვის ზრუნვა მათი უპირველესი ამოცანა იქნებოდა. პირველად ბავშვთა დაცვის დღე 1959 წელს დაწესდა და მას შემდეგ ეს დღესასწაული მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკუთარი დროშაც კი გააჩნია, ის მწვანე ფერისაა, რაც ჰარმონიის, სიცოცხლის და ნაყოფიერების ფერია. ბათუმის მომავლის სკოლა ყველა ბავშვს ულოცავს ამ დღეს და ბედნიერ ბავშობას უსურვებს!
Read More