სტუმრად მუზეუმში

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს ბათუმის მომავლის სკოლის VIIIა კლასის მოსწავლეები ესტუმრა. მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო პროგრამა: “როგორ აჯილდოებს სამყარო გენიალურ იდეებს? ნობელის პრემიის გზა.” პროგრამას უძღვებოდა მუზეუმის სპეციალისტი მაია მაკარაძე. მოსწავლეებისათვის საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია მსოფლიოში უნიკალური ჯილდოს და მისი შექმნის შესახებ ისტორია. მოსწავლეებმა,წარმოადგინეს პრეზენტაცია აღნიშნული თემის შესახებ და ისაუბრეს ნობელების დამსახურებისა და ღვაწლის შესახებ. მომავლელებმა, დაათვალიერეს მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები. პროგრამის დასასრულს კლასის პედაგოგს, ქალბატონ შორენა ჩიქოვანს გადაეცა სსიპ ,აჭარის მუზეუმის სერტიფიკატი საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის. ფიზიკის მასწავლებელი_შორება ჩიქოვანი. კურატორი_მარი ჭანტურია
Read More