გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის დღეს!

გილოცავთ საქართველოს კონსტიტუციის დღეს! 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ კონსტიტუცია მიიღო, რომელიც პირველად 2021 წლის მარტში, ქ. ბათუმში ნესტორ ხვინგიას სტამბაში გამოქვეყნდა. 1921 წლის კონსტიტუცია არის ერთ-ერთი გამორჩეული დოკუმენტი არა მხოლოდ იმ პერიოდის მსოფლიოში, არამედ დღესაც. კონსტიტუციაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები, რაც იმ დროისთვის ბევრ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაშიც არ იყო ამ სახით აღიარებული: კანონის წინაშე თანასწორობა სიკვდილით დასჯა გაუქმებულია პიროვნება ხელშეუხებელია ყოველი მოქალაქის ბინა შეუვალია სინდისის თავისუფლება სიტყვის, აზრის თავისუფლება შეკრების უფლება გაერთიანების უფლება მუშათა გაფიცვა თავისუფალია სამწუხაროდ დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ვერ მოხერხდა საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის აღდგენა, თუმცა კონსტიტუციაში გადმოცემული ღირებულებები დღესაც მნიშვნელივანია ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. გილოცავთ !
Read More

სტუმრად მუზეუმში

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს ბათუმის მომავლის სკოლის VIIIა კლასის მოსწავლეები ესტუმრა. მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო პროგრამა: “როგორ აჯილდოებს სამყარო გენიალურ იდეებს? ნობელის პრემიის გზა.” პროგრამას უძღვებოდა მუზეუმის სპეციალისტი მაია მაკარაძე. მოსწავლეებისათვის საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია მსოფლიოში უნიკალური ჯილდოს და მისი შექმნის შესახებ ისტორია. მოსწავლეებმა,წარმოადგინეს პრეზენტაცია აღნიშნული თემის შესახებ და ისაუბრეს ნობელების დამსახურებისა და ღვაწლის შესახებ. მომავლელებმა, დაათვალიერეს მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები. პროგრამის დასასრულს კლასის პედაგოგს, ქალბატონ შორენა ჩიქოვანს გადაეცა სსიპ ,აჭარის მუზეუმის სერტიფიკატი საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის. ფიზიკის მასწავლებელი_შორება ჩიქოვანი. კურატორი_მარი ჭანტურია
Read More

ვიზიტი ბათუმი შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

,,იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!" წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება. ამ დღის აღსანიშნავად მე-4  კლასის მოსწავლეები ეწვივნენ @ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას და გაეცნენ ქართველი მწერლების ნაწარმოებებს.
Read More

წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა

3 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა. მომავლელები სტუმრად ბიბლიოთეკაში. მოსწავლეებმა საყვარელი მწერლების ნაწარმოებებიდან წაიკითხეს ნაწყვეტები, ლექსები და მოთხრობები
Read More