

ბათუმის მომავლის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს და დაესწრნენ სხდომას, სისხლის სამართლის მიმართულებით.

ვიზიტის მიზანი გახლდათ:

სასამართლოების შესახებ საგაკვეთილო მასალის რეალურ სივრცეში ხილვა და ნასწავლის მასალის პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცება;

სასამართლოში თითოეული პროფესიის წარმომადგენლის პასუხისმგებლობების გაცნობა;

მოსწავლეებში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების განვითარება;

სასამართლო პროცესების შესახებ ინფორმირებულობა;

ძალადობის ფაქტების შესახებ კონსტიტუციის მუხლების გაცნობა.
მასწავლებელი:თამარ ჯიბლაძე.
საგანი: სამოქალაქო განათლება