გამორჩეულად დაიწყო გიორგობისთვე ბათუმის მომავლის სკოლაში;
პირველკლასელებმა სითბოთი, სიყვარულით, გაოცებითა და სიხარულით გაბრწყინებული თვალებით შეაღეს მსოფლიო საოცრების, უნიკალური ქართული ანბანის კარი;
იასავით ფაქიზებსა და ლამაზებს, თამამებსა და ლაღებს მუდამ ემახსოვრებათ, რომ „ქართული ენა ღმერთია, ბედისწერაა, ზღვა როა, იმოდენაა!“
ქართული ენის მასწავლებელმა გულნაზ სურმანიძემ ანბანეთის სამეფოში შეიყვანა პატარები, გულში ჩააკრევინა 33 მზე და მთელ დედამიწას ახარეს,რომ ქართული ანბანისაოცარია,მზეგრძელი,სიმდიდრე,ჯილდო და საგანძურია„ოცდაცამეტი მზე არის. ო