ბათუმის მომავლის სკოლაში გაიმართა მორიგი ლიტერატურული მარათონი

ბათუმის მომავლის სკოლაში გაიმართა მორიგი ლიტერატურული მარათონი, რომელშიც მონაწილეობას V-XI კლასის მოსწავლეები იღებდნენ მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა, თხრობის კულტურის, შემოქმედებითობისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარება. “იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია”. ბავშვი, რომელიც წიგნთან არის განმარტოებული, საკუთარი ფანტაზიით ქმნის ნათელ, წარუშლელ სურათებს“. მოსწავლეები პასუხისმგებლობითა და ემოციით მოეკიდნენ აღნიშნულ აქტივობას. წარმოადგინეს ნახატები ეპიზოდების მიხედვით. მადლობა თითოეულ მონაწილეს საინტერესო პასუხებისთვის!
Read More