დაიწყო ახალი 2024-2025 სასწავლო წელი

მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს. ჩვენს წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი თქვენ მიგიძღვით, ძვირფასო მშობლებო, თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვეხმარება ყოველგვარი სიახლის დანერგვაში. ამიტომაცაა, რომ სკოლა ფეხს უწყობს ქვეყნის საგანმანათლებლო სტრატეგიას და პრიორიტეტულ მიმართულებებს. ამასთან ერთად ვითვალისწინებთ ჩვენი მოსწავლეების ინტერესთა სფეროს, მათ სურვილებსა და მისწრაფებებს, თამამად ვუსწორებთ თვალს ყველა სიახლეს, ყველა ახალ გამოწვევას. შემართებითა და ენთუზიაზმით ჩაერთო პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში სკოლის ყველა მასწავლებელი. ეს კი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობისათვის, თითოეულ მათგანზე ზრუნვის ნათელი გამოხატულებაა. მადლობა ამისათვის…
Read More

ბათუმის მომავლის სკოლის დირექციის შეხვედრა სასწავლო კათედრებთან

იწყება ახალი სასწავლო წელი, ტრადიციულად იწყება შეხვედრა ბათუმისმომავლის სკოლის დირექციის შეხვედრა სასწავლოკათედრებთან  რათა მკაიფიოდ იყოს დასახული სკოლის მიზნების და ამოცანებიფუსფუსი და მზადება სასწავლო წლისთვის #ერთადმომავლისსადარაჯოზე
Read More

პირველი საინფორმაციო შეხვედრა 2024-2025 სასწავლო წლის მასწავლებლებთან

პირველი საინფორმაციო შეხვედრა 2024-2025 სასწავლო წლის მასწავლებლებთან სკოლის მისიისა და მიზნების გაცნობა მომდევნო სასწავლო წლის გეგმების დასახვა ვემზადებით ახალი სასწავლო წლისთვის #ჩვენერთიგუნდივართ
Read More