შპს ბათუმის მომავლის სკოლაში 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია, გამოფენა და დოკუმენტური კადრების ანალიზი.
35 წელი გავიდა იმ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენიდან, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის მოედანზე მოხდა. მშვიდობიანი პროტესტი და პრინციპული მოთხოვნა თავისუფლებისა და რუსული იმპერიალიზმისგან თავის დასაღწევად, რასაც მოითხოვდა მთლიანად ქართველი ერი უგულებელყოფილი და დარბეული იქნა საბჭოური არმიის მიერ, რის შედეგადაც დაშავდა უამრავი ადამიანი და გარდაიცვალა 21 გმირი, ადამიანები რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს ქვეყნის, ეროვნულობის, თავისუფლების, ენის, რელიგიის და კულტურის შესანარჩუნებლად.კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები შემდეგ თემებზე: VIII-IX-X კლასის მოსწავლეებმა: ელენე ფუტკარაძემ, ანდრია ხინკილაძემ, მათე დიასამიძემ, ალექსანდრე ჭანიძემ, სანდრო ღოღობერიძემ და მარიამ ბეჟანიძემ წარმოადგინეს მოხსენება 9 აპრილის ირგვლივ. ისაუბრეს წინაპირობებზე, მიმდინარე პროცესებზე, მოვლენების ქრონოლოგიაზე 3 აპრილიდან 9 აპრილამდე, აღნიშნული დღის მთავარ გმირებზე, დაღუპულებზე და ამ დღის ყველაზე მთავარ მონაპოვარზე 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, რითაც დაგვირგვინდა ქართველი არის მთავარი სურვილი იყოს დამოუკიდებელი. VIII კლასი მოსწავლეებმა: ანი კოჩაძემ და ალექსანდრე ჯაფარიძემ წარმოადგინეს თემა:…