!ბათუმის მომავლის სკოლა ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო ვიზიტით ეწვია ევროკავშირის ინსტიტუტებს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში.
ბრიუსელში ვიზიტი შედგა ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც მოსწავლეები ევროკავშირის წარმომადგენლებისგან დეტალურად გაეცნენ თითოეული ინსტიტუტის საქმიანობას, როლს სახელმწიფოთა განვითარებისა და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელების პროცესში
.შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებს მიეცათ თავიანთი ქვეყნის წარდგენის, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კანდიდატის სტატუსის შესახებ დისკუსიის შესაძლებლობა.