სტუმრად სასამართლოში
ბათუმის მომავლის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს და დაესწრნენ სხდომას, სისხლის სამართლის მიმართულებით. ვიზიტის მიზანი გახლდათ: სასამართლოების შესახებ საგაკვეთილო მასალის რეალურ სივრცეში ხილვა და ნასწავლის მასალის პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცება; სასამართლოში თითოეული პროფესიის წარმომადგენლის პასუხისმგებლობების გაცნობა; მოსწავლეებში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების განვითარება; სასამართლო პროცესების შესახებ ინფორმირებულობა; ძალადობის ფაქტების შესახებ კონსტიტუციის მუხლების გაცნობა. მასწავლებელი:თამარ ჯიბლაძე. საგანი: სამოქალაქო განათლება