მშობელთა ინდივიდუალური საინფორმაციო შეხვედრა

16.12.2023.✍️👩‍🎓🧑‍🎓

წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა. იმისთვის, რომ მასწავლებელსა და მშობელს შორის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაცია შედგეს, პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი პედაგოგმა უნდა გადადგას. ამ შემთხვევაში, მისი როლი შეუცვლელია. მასწავლებელი ის შუალედური რგოლია, რომელიც სკოლას და ოჯახს ერთმანეთთან აკავშირებს. მას შეუძლია, კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, მშობელი სასწავლო პროცესში ჩართოს და თავის მოკავშირედ აქციოს. მათ ერთი მიზანი აქვთ _ ბავშვის წარმატება და მისი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენის ხელშეწყობა..

მშობელთა ინდივიდუალური საინფორმაციო შეხვედრა თითოეული საგნის პედაგოგთან.✍️ანგარიშის ჩაბარება. ჩვენ ერთი გუნდი ვართ