გილოცავთ ახალ 2024 წელს !

ბათუმის მომავლის სკოლა გილოცავთ დამდეგ 2024 წელს. გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას. ბედნიერებით კეთილდღეობათა და წარმატებით სავსე წელიწადს გისურვებთ. ძვირფასო მშობლებო, ბებიებო და ბაბუებო, აბიტურიენტებო, მომავლელებო და მასწავლებლებო, ყველამ ერთად ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი – ვისურვოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მომავალ თაობებს უკეთესი მომავალი ქონდეს. გ ი ლ ო ც ა ვ თ
Read More

კარნავალი 2023

მომავლის სკოლის მე 11 ე ტრადიციული სადღესასწაულო გასეირნება. წლის გაცილება, შთამბეჭდავი ფერადი და ლამაზი საახალწლო კარნავალი დატვირთული ცეკვა თამაშებით.
Read More

ქუდების დღე !

ქუდების დღე ბათუმის მომავლის სკოლაში = წლის "ქუდი"_ XII კლასელი_ ნიკოლოზ ბეჟანიძე! დეკემბრის თვის საახალწლო აქტივობების ფარგლებში, დღეს ბათუმის მომავლის სკოლაᲨი გაიმართა ქუდების დღე ! თითქოს ვიღაცას ჯადოსნური ჯოხი მოუქნევიაო... ასე ერთბაშად გალამაზდა და გადასხვაფერდა თითქოსდა ჩვეულებრივი დღე. ღონისძიების ფარგლებში საინტერესო აქტივობებით დატვირთული დღე გამოვიდა. ეს დღე დიდხანს დარჩება მომავლელების მეხსიერებაში – როგორც საინტერესო თავგადასავალი ბათუმის მომავლის სკოლაში.
Read More

მშობელთა ინდივიდუალური საინფორმაციო შეხვედრა

16.12.2023. წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა. იმისთვის, რომ მასწავლებელსა და მშობელს შორის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაცია შედგეს, პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი პედაგოგმა უნდა გადადგას. ამ შემთხვევაში, მისი როლი შეუცვლელია. მასწავლებელი ის შუალედური რგოლია, რომელიც სკოლას და ოჯახს ერთმანეთთან აკავშირებს. მას შეუძლია, კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, მშობელი სასწავლო პროცესში ჩართოს და თავის მოკავშირედ აქციოს. მათ ერთი მიზანი აქვთ _ ბავშვის წარმატება და მისი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენის ხელშეწყობა.. მშობელთა ინდივიდუალური საინფორმაციო შეხვედრა თითოეული საგნის პედაგოგთან.ანგარიშის ჩაბარება. ჩვენ ერთი გუნდი ვართ
Read More

ახალი 2024 წლის სამზადისი !

#ახალი2024წლისსამზადისი. ბათუმის მომავლის სკოლაში დაიწყო 2024 წლის საახალწლო სამზადისი. როგორც ყოველ წელს, წელსაც სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და ბავშვები, განსაკუთრებულად, ერთად ემზადებიან და ელოდებიან ახალ წელს. სწორედ დღეს, ყველამ ერთად მიიღო მონაწილეობა ნაძვის ხის აწყობა/მორთვაში. ბათუმის მომავლის სკოლა ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადება, დიდხანს და საგულდაგულოდ არჩევს ნაძვის ხესა და სათამაშოებს. ნაძვის ხის მორთვა განსაკუთრებით ბავშვებს ახარებთ, მაგრამ საბოლოოდ უფროსებიც სიხარულით ერთვებიან ახალი წლის მთავარი ატრიბუტის, ნაძვის ხის მორთვაში.
Read More

მორიგი წარმატება !

მორიგი წარმატება ! აჭარის ავტონომოური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების კონკურსში შპს ბათუმის მომავლის სკოლის გუნდმა : "კელაპტარმა" დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი.~ კონკურსში მონაწილეობდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლე VIIა კლასი- მარიამ გორგილაძე VIIIა კლასი- ანი კოჩაძე VIIIა კლასი- ელენე ფუტკარაძე IX კლასი- ელისაბედ დარჩია IX კლასი- ნიკოლოზ ჭანტურიშვილი (გუნდის კაპიტანი) ცნობისთვის კონკურსში ჩართული იყო 124 საჯარო და კერძო სკოლა.კიდევ ერთხელ ვულოცავთ მომავლელებს და მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას!მომავალი თქვენია!
Read More