ანბანის შემობრძანება

შემოდგომის ამ ლამაზ,თბილ და ფერად დღეს მომავლის სკოლის პირველ კლასელებმა თავი მოიწონეს გონიერებით, აქტიურობით,მონდომებით და შეუდგნენ დაუსრულებელ მოგზაურობას ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში; თვალჟუჟუნა, თვალებციმციმა, ლურჯთვალა იამ გაუღო მათ ანბანეთის ციხე-სიმაგრის ჯადოსნური კარი და ყველას გააგებინა, რომ დედა ენის წყალობით, დახვეწილი ქართული ანბანის მეშვეობით წყაროსავით წამოვა წყურვილი ცოდნისა, გაჰყვება ნაკადულს, შეერთვება მდინარეებს, გავა ენის დიდ ზღვაში, იქედან კი სიბრძნის დაულეველ ოკეანეში. მასწავლებელმა, გულო სურმანიძემ, სიყვარულით აუხსნა პატარებს, რომ საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის ქართული ენა არის უდიდესი მადლი, სიმდიდრე, ჯილდო, რწმენა, ბედისწერა და ღმერთი.
Read More

თვითმმართველობის არჩევნები 2023 წელი

შპს ბათუმის მომავლის სკოლაში ჩატარდა 2023-2024 სასწავლო წლის თვითმმართველობის არჩევნები. პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. ადგილი არ ჰქონია არანაირ დარღვევას და ინციდენტს. არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღო 184 მოსწავლეს.მათ შორის არ გამოცხადაა 6ხმა მისცა 178-მა მომავლელმა.ბათილ ბიულეტინად ჩაითვალა 16 ხმა. სულ იყო 5 კანდიდატი. ხმათა უმრავლესობით გამარჯვებულიამე-10 კლასის მოსწავლე .ლიკა ბერიძე, პრეზიდენტის მრჩეველი გოგა ჩოლაკიძე
Read More