ჩვენ ჩემპიონები ვართ !!

დიახ, დიახ დიახ, ბათუმის მომავლის სკოლის გუნდი ჩემპიონი გახდა ტურნირში "აჭარის სასკოლო ლიგა კალათბურთი 3X3 გოგონები". ჩვენმა გოგონებმა შეძლეს შეუძლებელი, დაამარცხეს ყველა და ჩვენი სკოლის სახელით კიდევ ერთხელ ასწიეს ჩემპიონობის თასი !!! ეს ტურნირი, რომელიც აჭარის სასკოლო ლიგის ორგანიზებით ტარდება ორ ეტაპად იმართება, პირველ ეტაპზე ჩვენმა ბავშვებმა მეტოქე 8-0 დაამარცხეს, რითაც ისინი გადავიდნენ ავტომატურად ფინალში, სადაც დაძაბულ შეხვედრაში ქულა-ქულა თამასში, ჩვენმა მომავლელებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინეს ბრძოლისუნარიანობა და ერთსულოვნება და ანგარიშით 6:5 დაამარცხეს ბათუმის VI საჯარო სკოლა. ჩვენი გმირი გოგონებია : ნატალი ვარშანიძე-მე-7ა კლასი ელენე შანიძე-მე-7ბ ანასტასია ბერიძე-მე-6გ კლასი მასწავლებელი : დავით გორგილაძე მადლობა ამ სიხარულისთვის ბათუმის მომავლის სკოლა აჭარის ჩემპიონია !!! წინ გველოდება საქართველოს პირველობა !
Read More

ღონისძიება Stem განათლება მომავლისთვის

ბათუმის მომავლის სკოლის პრიორიტეტია, ბავშვთა განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიების ნაწილი იყოს. სწორედ ამიტომ, დღეს, ჩვენმა ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში "stem განათლება მომავლისთვის" ეს პროექტი ეხმარება ჩვენს განვითარებაზე ორიენტირებულ მომავლელებს უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვონ ტექნოლოგიების, მეცნიერებისა და ფიზიკა-მათემატიკის შესახებ. მადლობა ჩვენი სკოლის ადმინისტრაციას და სკოლის დამფუძნებელ-დირექტორს ქალბატონ ცირა ქასრაძეს გვერდით დგომასთვისა და მხარდაჭერისთვი.
Read More

ტურნირი მინი-ფეხბურთში

ბათუმის მომავლის სკოლის ერთერთი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა, სწორედ ამიტომ მომავლის სკოლა აქტიურად მონაწილეობს ყველა სპორტულ ღონისძიებაში. ⚽️🥇 აჭარის სასკოლო ლიგის ორგანიზებით გაიმართა ჩემპიონატი მინი ფეხბურთი თამაშები დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა მადლობა სკოლის დირექციას მხადაჭერისთვის ❤️
Read More

ანბანის შემობრძანება

შემოდგომის ამ ლამაზ,თბილ და ფერად დღეს მომავლის სკოლის პირველ კლასელებმა თავი მოიწონეს გონიერებით, აქტიურობით,მონდომებით და შეუდგნენ დაუსრულებელ მოგზაურობას ცოდნის ჯადოსნურ სამყაროში; თვალჟუჟუნა, თვალებციმციმა, ლურჯთვალა იამ გაუღო მათ ანბანეთის ციხე-სიმაგრის ჯადოსნური კარი და ყველას გააგებინა, რომ დედა ენის წყალობით, დახვეწილი ქართული ანბანის მეშვეობით წყაროსავით წამოვა წყურვილი ცოდნისა, გაჰყვება ნაკადულს, შეერთვება მდინარეებს, გავა ენის დიდ ზღვაში, იქედან კი სიბრძნის დაულეველ ოკეანეში. მასწავლებელმა, გულო სურმანიძემ, სიყვარულით აუხსნა პატარებს, რომ საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის ქართული ენა არის უდიდესი მადლი, სიმდიდრე, ჯილდო, რწმენა, ბედისწერა და ღმერთი.
Read More

თვითმმართველობის არჩევნები 2023 წელი

შპს ბათუმის მომავლის სკოლაში ჩატარდა 2023-2024 სასწავლო წლის თვითმმართველობის არჩევნები. პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. ადგილი არ ჰქონია არანაირ დარღვევას და ინციდენტს. არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღო 184 მოსწავლეს.მათ შორის არ გამოცხადაა 6ხმა მისცა 178-მა მომავლელმა.ბათილ ბიულეტინად ჩაითვალა 16 ხმა. სულ იყო 5 კანდიდატი. ხმათა უმრავლესობით გამარჯვებულიამე-10 კლასის მოსწავლე .ლიკა ბერიძე, პრეზიდენტის მრჩეველი გოგა ჩოლაკიძე
Read More