გილოცავთ მასწავლებელთა ეროვნულ დღეს !
განათლების და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა!ჩემთვის ყველა ის დღეა დღესასწაული, როცა მოსწავლეს ხედავ და ის გხედავს!! როცა მოსწავლე იღებს შენს მიწოდებულ ინფორმაციას, გთვლის ავტორიტეტად, გისმენს და შემდეგ გააზრებულსა და ნასწავლს იყენებს ქვეყნის სასიკეთოდ! ეს სიკეთე ხომ გადამდებია!! ჩემს მასწავლებლებს! ჩემს კოლეგებს!ყველას , ვინც წლების განმავლობაში ემსახურება და დგას მომავალი თაობის აღზრდის სადავეებთან- ვულოცავ ამ დღეს!! თქვენ ხომ , ერის საუნჯის შემქნელი და შემნახველი ხართ ! თქვენ , ხომ ქვეყნის მომავალი თაობის გონებრივი მაჯისცემის სათავე ხართ!თქვენ ხომ, განათლების სადარაჯოზე დგახართ, ქვეყნის მიჭირნახულენო და მოამაგენო! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე! გილოცავთ! 27.10.2023 წელი ცირა ქასრაძე