ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

მომავლის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან-ბატონ გიორგი ლომთაძესთან სადაც განხილული იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა; სასამართლოს როლი და მიზნები ქვეყნის დემოკრატიის პრინციპის ასამაღლებლად შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში, განხილული იქნა სასამართლოს პრაქტიკაში აწ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები და საერთაშორისო გამოწვევები, აღნიშნული ვიზიტის მიზანია რომ, სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში, მათში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების განვითარება მადლობა სკოლის დირექციას მხადაჭერისთვის.
Read More

გილოცავთ მასწავლებელთა ეროვნულ დღეს !

განათლების და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა!ჩემთვის ყველა ის დღეა დღესასწაული, როცა მოსწავლეს ხედავ და ის გხედავს!! როცა მოსწავლე იღებს შენს მიწოდებულ ინფორმაციას, გთვლის ავტორიტეტად, გისმენს და შემდეგ გააზრებულსა და ნასწავლს იყენებს ქვეყნის სასიკეთოდ! ეს სიკეთე ხომ გადამდებია!! ჩემს მასწავლებლებს! ჩემს კოლეგებს!ყველას , ვინც წლების განმავლობაში ემსახურება და დგას მომავალი თაობის აღზრდის სადავეებთან- ვულოცავ ამ დღეს!! თქვენ ხომ , ერის საუნჯის შემქნელი და შემნახველი ხართ ! თქვენ , ხომ ქვეყნის მომავალი თაობის გონებრივი მაჯისცემის სათავე ხართ!თქვენ ხომ, განათლების სადარაჯოზე დგახართ, ქვეყნის მიჭირნახულენო და მოამაგენო! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე! გილოცავთ! 27.10.2023 წელი ცირა ქასრაძე
Read More

დღეს ენების ევროპული დღეა და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას აღვნიშნავთ!

დღეს ენების ევროპული დღეა და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას აღვნიშნავთ!ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, ის თითოეული ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი სიამაყით ინარჩუნებს 24 ოფიციალურ ენას და ევროპის საბჭოსთან ერთად, ყოველ წელს, ენების ევროპულ დღეს აღნიშნავს, ლინგვისტური მრავალფეროვნების პატივსაცემად და ენების შესწავლისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების მხარდასაჭერად. Today we celebrate linguistic diversity with the European Day of Languages!Language is not just a means of communication, it's a vital part of every country's rich cultural heritage. That's why the EU proudly maintains 24 official languages and celebrates the European Day of Languages together with the Council of Europe every year to honour linguistic diversity, promote language learning, and foster intercultural understanding.
Read More